FM97.5 / LIVE

დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 22.05.2012
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ასფალტის საფარით გზები ზოგან ნაწილობრივ, ზოგან კი მთლიანად გადაიფარება

დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო

დაზიანებული ასფალტის საფარის გამო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მანქანებს მოძრაობა უჭირს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაა რუსთაველის ქუჩის #65-დან სოფელ ღრელის ასახვევამდე. მძღოლები ამბობენ, რომ ხშირად საპირისპირო მხარეს უწევთ გადასვლა, რის გამოც საავარიო სიტუაციებს ქმნიან. დაზიანებულია ასფალტის საფარი კოსტავასა და პაატა ნათენაძის ქუჩებზეც.

“განსაკუთრებით ცუდი მდგომარება ასპინძის ქუჩის ჩასახვევთანაა. “იამკაში” რომ არ ჩავარდე, გვერდზე უნდა გადახვიდე”, - ამბობს ტაქსის მძღოლი ვარაზ ავაკიანი.

სოსო კიკნაძე კი ამბობს, რომ დაზიანებული ასფალტის გამო მანქანით გადაადგილებისას სერიოზული პრობლემა არ შექმნია: “ჭკვიანი კაცი იმ ორმოში გაივლის და საავარიო სიტუაციას არ შექმნის”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შიდა გზების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა და 3 მაისს დასრულდა. გამარჯვებულ კომპანიას, შპს “ოცხეს” გზებისა და ტროტუარების საორმულე და სასურათე შეკეთება, დახაზვა და საგზაო ნიშნების დამონტაჟება ევალება. შეკეთებულ გზებზე პასუხისმგებლობას “ოცხე” წლის ბოლომდე იღებს.

“ადრე ყველა შესასრულებელ სამუშაოზე ტენდერი ცალკე ცხადდებოდა. ახლა ამ ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ჩვენს პრაქტიკაში პირველადაა, რომ შიდა გზების მოვლა-პატრონობაზე ერთი კომპანია იმუშავებს. ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები დაიწყო”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

შიდა გზების მოვლა-პატრონობისთვის მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 208 ათასი ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სადაც შესაძლებელი იქნება საორმულე, ან სასურათე შეკეთება მოხდება, რომელიც გარკვეულ მონაკვეთზე ასფალტის ფენის მოჭრას და დაგებას ითვალისწინებს. ხოლო რუსთაველისა და პაატა ნათენაძის ქუჩებზე, სადაც ყველაზე მეტადაა გზა დაზიანებული, ასფალტის ერთი ფენა დაისხმება. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 ათასი ლარი გამოიყოფა.

“ამისათვის ცალკე ტენდერი გამოვაცხადეთ. გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, სამუშაოებს შპს “მესხეთი-ავტოგზა” შეასრულებს”, - ამბობს გამგებელი.

დასასრულს უახლოვდება ხელოვნურ ტბასთან მისასვლელი გზის მშენებლობაც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 359 ათასი ლარი გამოიყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, დაგეგმილია თამარაშვილის ქუჩის მოწესრიგებაც, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. თამარაშვილის ქუჩაზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის ერთი მილიონ 259 ათასი ლარია გამოყოფილი. ამავე პროექტითაა გათვალისიწნებული მთლიანად ქალაქის შიდა გზების დახაზვითი სამუშაოები, რაც პარკინგისთვის კეთდება.

გელა დემეტრაძის თქმით, გარდა პროექტით გათვალისწინებული ქუჩების რეაბილიტაციისა, წლის ბოლომდე შესაძლოა სხვა ქუჩებიც მოწესრიგდეს: “ჩვენს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას წლის ბოლომდე თუ გარკვეული თანხა დაგვრჩა, არ გამოვრიცხავ რომ გზა კიდევ ბევრ ადგილას გაკეთდეს”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული
ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხელ მძღოლებს ‘ორმოებთან’ ბრძოლა, გაზაფხულამდე მოუწევთ
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
ეტაპი II - ახალციხეში გზების ორმული შეკეთება გრძელდება [Photo]
'იამკებს' ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა'
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს