FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2017
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პორტიჯის ასოციაციამ, ახალციხეში, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გახსნა.

ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა

ცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, World Vision საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა.

ერთი წელია ნათია მინდობით აღზრდაში 3 და 2 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდის. მისი ორივე პატარა ადრეული განვითარებს პროგრამაშია ჩართული.

რა არის ბავშვთა ადრეული განვითარება?


ბავშვთა ადრეული განვითარება, ანუ ბავშვთა ადრეული ჩარევა არის მომსაურება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკური, სოციალურ–ემოციური, კომუნიკაციის, შემეცნებითი და თვით–მოვლის უნარების განვითარებას; ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვას, ასევე, ბავშვის ოჯახის გაძლიერებას აღზრდა–განვითარების საკითხებში.

პროგრამის მთავარი იდეაა, ბავშვმა მიიღოს მომსახურება და განივითაროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარები მისთვის ბუნებრივ გარემოში (ოჯახში, საბავშვო ბაღში, მცრე ჯგუფებში და სხვა).

პროგრამა სამცხე–ჯავახეთში, ახალციხეს, ვალეს, სხვილისს, მინაძეს, ადიგენს, უდეს, არალს, აბასთუმანს, ასპინძასა და ტოლოშს მოიცავს.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა 7 წლამდე ასაკის განვითარების ეტაპების დაყოვნების, განვითარების შეფერხების, შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვისაა შესაძლებელი.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა ამ ცენტრს უნდა მიაკითხოს. ამ ეტაპზე ცენტრში გადამზადებას უფასოდ 10 ბავშვი გადის.

„10–მა ბავშვმა მიიღო ვაუჩერი, უკვე გვაქვს სასტარტო ბაზა იმისათვის, რომ არ გავჩერდეთ. გადავამზადეთ სეპეციალისტები, მოვიძიეთ ბავშვები, დავიწყეთ მათთან მოსამზადებელი სამუშაოები, ეხლა უკვე ვიმუშავებთ. იმედი გვაქვს, რომ ბავშვთა რაოდენობა გაიზრდება“, – ამბობს საქართველოს პორტიჯის ასოციაციის წარმომადგენელის ნინო ცინცაძე.

ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა

ახალციხეში ადრეული განვითარების (ჩარევის) ცენტრი, ინვენტარით და საჭირო სათამაშოებით, World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისმა აღჭურვა.

„ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით გადამზადნენ ის სპეციალისტებიც, რომლებიც აღნიშნულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან იმუშავებენ“, – ამბობს World Vision–ის წარმომადგენელი ნინო ლომიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საფეხური: ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა [Audio]
ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის  პროგრამა ამოქმედდა
შშმ ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება მოეწყო
ექიმი გვირჩევს: ბავშვის ადრეული განვითარება [ვიდეო]
ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება