სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო კომისიამ ორი უბნის ხარვეზზე ხელახლა იმსჯელა

მთავარისიახლე, არჩევნები 30.10.2017
N37 –ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, N10–ე და N29–ე უბნებზე არსებული ხარვეზების შესახებ ხელხლა იმსჯელა.

ახალციხის საოლქო კომისიამ  ორი უბნის ხარვეზზე ხელახლა იმსჯელა

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ერთ უბანზე კომისიის წევრს, ხოლო მეორე უბანზე თავმჯდომარესა და მდივანს, დისციპლინარული სასჯელის ზომად შენიშვნა განესაზღვრა.

„პირველი მსჯელობისას, ორივე მათგანი ჩვენ მცირე მნიშვნელობის ხარვეზად ჩავთვალეთ, რადგან არცერთი არ ახდენდა გავლენას შედეგებზე. იმის გამო, რომ სასამარლომ უკან დაგვიბრუნა, ხელახალი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – აცხადებს N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

ორივე უბანზე ხარვეზი ოქმის შევსების დროის გადასწორებასა და ერთი და იგივე სახეობის ბიულეტენის გაცემას უკავშირდებოდა. აღნიშნულზე საჩივრით საოლქო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა, იმის გამო რომ კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, საქმე სასამართლოში გასაჩივრდა.

სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელზე 26 ოქტომბერს იმსჯელა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთში ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო
"სამართლიანმა არჩევნებმა" ახალციხის საოლქო  კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა