სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ თვეში უკანონო ჭრების 2250 ფაქტი გამოავლინა

მთავარისიახლე, სამართალი 30.10.2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 208 ფაქტი აგვისტოში გამოვლინდა, მაშინ როცა, ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ თვეში უკანონო ჭრების 2250 ფაქტი გამოავლინა

აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი.

"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით გვაცნობონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153", – ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამ თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს
სოფელ ზანავში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
აპრილში, სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო მოპოვების 59 ფაქტი გამოვლინდა