FM97.5 / LIVE

დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2017
დღეს, 30 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო თეატრში თეატრში, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი რაფიელ ერისთავის სპექტაკლით "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დაიხურება. საზეიმო ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს ახალციხე და 140 წლის ისტორიის მქონე თეატრი მეოთხედ მასპინძლობს. წლევანდელი ფესტივალი ამავდროულად მესხეთის თეატრის საიუბილეო თარიღს – სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან 50-ე წლისთავს დაემთხვა.

ფესტივალი დღეს, 30 ოქტომბერს მესხეთის თეატრის სპექტაკლით რაფიელ ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დაიხურება. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება, რომელის დამთავრების შემდეგ ღონისძიების წამყვანები გააკეთებენ მოკლე მიმოხილვას 50-ე წლისთავთან დაკავშირებით,.
ფესტივალის საზეიმო დახურვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ქალაქის მმართველობა, ფესტივალის დამაარსებლები და თეატრმცოდნეები დაესწრებიან.

საღამო ფოიერვერკით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ახალციხეში 10 ოქტომბერს, თავისუფლების თეატრის "სხვების ცხოვრებით" გაიხსნა. 20 დღის განმავლობაში მესხმა მაყურებელმა გორის, სენაკის, ქუთაისის, თუმანიშვილის, ზესტაფონის, ჭიათურის, სოხუმის, ილიაუნის, ახმეტელის, ცხინვალის, ბათუმის, რუსთაველის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მარჯანიშვილის, ოზურგეთის, ფოთის, ზუგდიდის და პანტომიმის თეატრების სპექტაკლები იხილეს.

[Sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
მესხეთის თეატრში დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
რას ნახავს მაყურებელი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება