სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიებად 250 ათასი ლარი გირაო შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 27.10.2017
შპს „არალის“ დირექტორს, ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 250 ათასი ლარი შეუფარდა. გამოძიება ბიზნესმენს სსკ–ის ორი მუხლით ედავება.

ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიებად 250 ათასი ლარი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს, 27 ოქტომბერს იმსჯელა.

გამოძიება ოთარ თათეშვილს სსკ–ს ორი მუხლით ედავება: 182–ე მუხლის მესამე ნაწილი, – დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და 299–ე მუხლის პირველი ნაწილი – სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს, 7–დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, დიდი ოდენობით თანხის მითვისების შემთხვევაში, საქმე ეხება 2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომლის მიხედვითაც ქალაქის ქუჩები: სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

მაშინ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს „არალი“ მონაწილეობდა და ტენდერი 1.927.600 ლარით მოიგო.
გამოძიების ინფორმაციით, მაშინ, ოთარ თათეშვილმა იმაზე მეტი თანხა მოითხოვა, ვიდრე სამუშაოები იყო შესრულებული. მეტობაში – 130 000 ლარი იყო. ეს ექსპერტიზის დასკვნებმა აჩვენა.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ნაწილს, გამოძიება შპს „არალის“ დირექტორს სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებასაც ედავება. როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თამარ ზურაბიშვილმა განმარტა, 2015 წლის დეკემბრის თვეში, ახალციხეში, მდინარე ფოცხოვზე, ბიზნესმენმა უკანონოდ მოიპოვა ქვიშა და ხრეში. ამით, კი, გარემოს 12 ათას ლარზე მეტის ზარალი მიადგა.

სხდომაზე პროკურორმა ბრალდებულისთვის, პატიმრობის უზრუნველყოფით, 300 ათასი ლარი გირაოს გადახდა მოითხოვა. თანხის გადახდის ვადად კი 15 დღე დაასახელა.

ოთარ თათეშვილის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა, სასამართლოს ბიზნესმენის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს, ახალციხის მერიისათვის გაგზავნილი განცხადება წარუდგინა. განცხადებაში თათეშვილი განმარტავდა, რომ 2013 წელს ტენდერით შესრულებული სამუშაოები გადახდილ თანხას არ შეესაბამებოდა, რადგან გზის რეაბილიტაციისას ხარვეზები იყო და ზარალის ანაზღაურებას აპირებდა.

„გაფლანგვა, რომ სდომოდა, ამ წერილს არ მიწერდა მერიას. გარდა ამისა, გამოძალვა რომ სდომოდა, გერმანიაში იყო, მძიმე ოპერაცია გაიკეთა, წაიღებდა თანხას და აღარ დაბრუნდებოდა“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა. მან, ბრალდებულისთვის, პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაოს, 100 ათასი ლარის შეფარდება ითხოვა.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 250 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. თანხის გადასახდელად ბრალდებულს 30–დღიანი ვადა აქვს.

საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს ჩაინიშნა.

ნოდარ აკოფაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თანხა რომელსაც გამოძიება ედავება, ბიზნესმენს არ გამოუყენებია და 35% დამატებითი ღირებულების გადასახადში (დღგ–ში) გაიქვითა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. ამიტომ, ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ შპს „არალის“ დირექტორი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს, ამავე უწყებაში დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას ბრალი დღეს, 27 ოქტომბერს წარედგინა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

საფინანსო სამსახურმა ახალციხეში ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დააკავა
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილი უფროსი ბრალს აღიარებს
ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ