სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საფინანსო სამსახურმა ახალციხეში ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დააკავა

მთავარისიახლე, სამართალი 27.10.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დააკავა. გამოძიება მას თანხის მითვისებას ედავება.

საფინანსო სამსახურმა ახალციხეში ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი დააკავა

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, საქმე ეხება 2013 წელს, ახალციხეში, ქუჩების მოასფალტებას.

ახალციხეში ქუჩების: სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე, ტენდერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2013 წლის 29 ივლისს აქვს გამოცხადებული. როგორც ელექტრონული შესყიდვის ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერი 1.927.600 ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ოთარ თათეშვილის სამშენებლო კომპანია, შპს „არალი“ მონაწილეობდა და მან ტენდერი ამავე, ანუ, 1.927.600 ლარით მოიგო.

შპს „არალთან“ ხელშეკრულება 2013 წლის 11 სექტემბერსაა გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, ამ სამუშაოს შესასრულებლად, კომპანიას ორი თვის ვადა ჰქონდა, – 2013 წლის 11 ნოემბრამდე.

ახალციხეში ქუჩების: სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იყო დაფინანსებული.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 182–ე, მითვისება ან გაფლანგვის მუხლითაა აღძრული. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთში ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიებად 250 ათასი ლარი გირაო შეეფარდა
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს
ახალციხეში გზების  ორმული შეკეთება დაიწყო
ნინოწმინდაში 12 ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 828 238 ლარზე გამოცხადდა
რა გაკეთდა ახალციხეში „რეგიონული ფონდის“ დაფინანსებით