FM97.5 / LIVE

საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.10.2017
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობა ერთ თვეზე მეტია დასრულდა, თუმცა მუშებს სამი თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ

სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ათამდე ადგილობრივი სამი თვის დავალიანების ანაზღაურებას თვეზე მეტია ელოდება.

პროექტის მშენებლობა დასრულდა, თუმცა აზერბაიჯანულ კომპანიას „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ დასაქმებულების ხელფასები ამ დრომდე არ გაუსტუმრებია.

„თითოს მინიმუმ 200–200 ლარი გვაქვს თითო თვის ხელფასი ასაღები, მე ობიექტზე დარაჯადაც ვმუშაობ და ეგეც არ აუნაზღაურებიათ. არც ვიცით რას აპირებენ, კომპანიის ხელმძღვანელები არაფერს გვეუბნებიან“, – ამბობს ერთ–ერთი მუშა უშანგი ივანიძე.

კომპანიის მთავარი ინჟინერი ნიკა ხაჩიძე აცხადებს, რომ დამკვეთთან, „საქართველოს მელიორაციასთან“, შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის დასკვნა აქვს წარსადგენი: "ასევე, ფორმა ორი უნდა გავაკეთოთ. ექსპერტი ასპინძაში უკვე იყო, ხვალისთვის დასვკნა გვექნება, შესაბამისად მომავალ კვირაში უკვე „საქართველოს მელიორაცია“ თანხას ჩაგვირიცხავს და ხელფასებს გავცემთ“.

შეგახსენებთ, რომ საროში სარწყავი წყლის მაგსიტრალის მშენებლობისას ხელფასების დაგვიანების გამო მუშები არაერთხელ გაიფიცნენ. პროტესტის შემდეგ კი მათ ანაზღაურება ერიცხებოდათ.

ასევე შეგახსენებთ, რომ სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
შავ სიაში შესული მშენებელი და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს