FM97.5 / LIVE
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ

წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ

მთავარიეკონომიკა 08.05.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი წნისის მოსახლოება სახნავ-სათესი მიწის დაბრუნებას ითხოვს. სადავო ტერიტორია ორფოლოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
ადგილობრივები ამბობენ რომ მოსახლეობის უმრავლესობას კუთვნილი მიწის ნაკვეთების ნახევარი ორფოლოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ.

”სოფლიდან გავიდნენ, უნდოდათ მიწის დამუშავება, მაგრამ ასე უთხრეს, ეს ჩვენი ტერიტორიაა და აქ მიწის მოხვნა არ შეიძლებაო. ახლა თუ არა, შემოდგომით მაინც მოგვცენ მიწის დამუშავების ნებართვა”, - ამბობს წნისში მცხოვრები ცეზარ გოგოლაძე.

მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მიწებს წლების განმავლობაში არ ამუშავებდა, თუმცა სათიბად იყენებდნენ. ადგილობრივებმა მიწის დამუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც ”სამეურნეო ბარათების” დარიგება დაიწყო.

”ამ ტერიტორიაზე 25 მეასედი ცალკე მაქვს და 30 მეასედი ცალკე, სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვამუშავებდი, მაგრამ ახლა ბარათები დაგვირიგეს და ხალხს სურვილი გაუჩნდა”, - ამბობს ანა ლომსაძე.

ახალციხის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკითხი მოკლე დროში უნდა გადაიჭრას და მათ უკვე გააგზავნეს წერილი თავდაცვის სამინისტროშ. თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

”იმდენად დიდი პრობლემაა, სამინისტროში პირადად ჩავედი, თუმცა ქართული არმიის დღე იყო და ხელმძღვენლობას ვერ შევხვდი. აპრილის თვეში წერილი გავაგზავნეთ, ვითხოვთ გაგვარკვიონ ამ ხალხს რა პასუხი გავცეთ. მწვავედ დგას ეს საკითხი სოფელში. მოსახლოების საკუთრება აღმოჩნდა სახელმწიფოს, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, პასუხს ამ დრომდე ველოდები”,-ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალიციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის საკითხს იკვლევს
ორფოლოს პოლიგონის საკითხის შესწავლაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო
ორფოლოს პოლიგონის სადავო მიწა
თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად დროს ითხოვს
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ
მუნიციპალიტეტში სახნავი მიწების აღრიცხვა დასრულდა