სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია

მთავარისიახლე 20.10.2017
"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადება, თითქოს ის "ოცნების" მხარდამჭერებმა ცემეს, სიმართლეს არ შეესაბამება და მორიგი პროვოკაციაა.

'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია
გიორგი გვარამაძე, – "ქართული ოცნების" ახალციხის რაიონული ორგაიზაციის აღმასრულებელი მდივანი

"ეს იყო "ნაციონალების" მხრიდან მორიგი პროვოკაცია. არანაირ ინციდენტს ოფისთან ადგილი არ ჰქონია და არც კომისიის წევრები არ იმყოფებოდნენ შტაბში. შტაბი ახლოს არის საოლქო კომისიასთან და შესაძლოა ვინმემ გაიარა. გიორგი ბალიაშვილსაც უმიზეზოდ ადანაშაულებენ", – განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ახალციხის რაიონული ორგაიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ახალციხეში, ირაკლი ბარძიმაძე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს.

შემთხვევა დღეს, 20 ოქტომბერს, გვიან საღამოს მოხდა.

როგორც ირაკლი ბარძიმაძე ყვება, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მან "ქართული ოცნების" შტაბიდან გამოსული საუბნო–კომისიების წევრები გადაიღო: "დღეს საღამოს, "ქართული ოცნების" შტაბში, საუბნო–სარჩევნო კომისიის წევრები შეკრიბეს იმისათვის, რომ გაყალბების ინსტრუქციები მიეცათ. მე ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მივაწოდე და როგორც ჩანს მისმენდნენ. პარალელურად, ჩემი შტაბიდან გამოსულმა დავინახე, რომ "ოცნებიდან" ქალები გამოდიოდნენ, ავბრუნდი ოფისში, კამერა ავიღე, მანქანით ჩავუარე "ოცნების" შტაბს და ვიღებდი ამ ფაქტს. ეს დაინახა გიორგი ბალიაშვილმა, გამომყვა უკან, დაიწყო ყვირილი, რაც გადაიღე წაშალეო. გადმოვედი მანქანიდან და ვუთრახი რომ არ წავშლიდი. ამ დროს, უკნიდან მომეპარა და თავში ჩამარტყა. შევბრუნდი რომ დამეჭირა როგორც დამნაშავე, მაგრამ გამექცა. ამ დროს კი ვიღაცამ ფეხი წამომიდო და დავეცი".

'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე


'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია

ბარძიმაძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში დარეკვას არ აპირებს: "პოლიციაც ამათთანაა შეკრული".

გიორგი ბალიაშვილი, "ქართული ოცნების"მაჟორიტარი კანდიდატის, ზოია ბალიაშვილი შვილი და "ოცნების" მხადამჭერია. იგი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ რასაც ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს ტყუილია: "ყველა არჩევნებზე ასეთ რაღაცას მე როგორ უნდა მაბრალებდნენ".

რაც შეეხება შტაბში საუბნო კომისიების წევრების შეკრებას, N37 ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, რომ მან არ იცის მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა თუ არა: "ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე. თუ მოგვმართავენ ოფიციალურად, მოკვლევას დავიწყებთ".

ჟურნალისტების კითხვაზე, ამ დრომდე ხომ არ ყოფილა შემთხვევები, როცა კომისიის წევრები "ქართული ოცნების" შტაბში დაუბარებიათ, თეა გავაშელი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია
N37 ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი


აქვე, განვმარტავთ, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბები, ასევე, ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. საოლქო კომისია და "ქართული ოცნების" შტაბი ერთმანეთის მოპირდაპირედაა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი კი ამ ქუჩის გადაკვეთაზეა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ინციდენტი ახალციხეში – 'ნაცმოძრაობის' მერობის კანდიდატი 'ოცნების' წევრებს ცემაში ადანაშაულებს
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
 "თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო კომისიების წევრები გაიწვიეს
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან