FM97.5 / LIVE

ინციდენტი ახალციხეში – 'ნაცმოძრაობის' მერობის კანდიდატი 'ოცნების' წევრებს ცემაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, არჩევნები 20.10.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ახალციხეში, ირაკლი ბარძიმაძე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს.

ინციდენტი ახალციხეში – 'ნაცმოძრაობის' მერობის კანდიდატი 'ოცნების' წევრებს ცემაში ადანაშაულებს

შემთხვევა დღეს, 20 ოქტომბერს, გვიან საღამოს მოხდა.

როგორც ირაკლი ბარძიმაძე ყვება, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მან "ქართული ოცნების" შტაბიდან გამოსული საუბნო–კომისიების წევრები გადაიღო: "დღეს საღამოს, "ქართული ოცნების" შტაბში, საუბნო–სარჩევნო კომისიის წევრები შეკრიბეს იმისათვის, რომ გაყალბების ინსტრუქციები მიეცათ. მე ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მივაწოდე და როგორც ჩანს მისმენდნენ. პარალელურად, ჩემი შტაბიდან გამოსულმა დავინახე, რომ "ოცნებიდან" ქალები გამოდიოდნენ, ავბრუნდი ოფისში, კამერა ავიღე, მანქანით ჩავუარე "ოცნების" შტაბს და ვიღებდი ამ ფაქტს. ეს დაინახა გიორგი ბალიაშვილმა, გამომყვა უკან, დაიწყო ყვირილი, რაც გადაიღე წაშალეო. გადმოვედი მანქანიდან და ვუთრახი რომ არ წავშლიდი. ამ დროს, უკნიდან მომეპარა და თავში ჩამარტყა. შევბრუნდი რომ დამეჭირა როგორც დამნაშავე, მაგრამ გამექცა. ამ დროს კი ვიღაცამ ფეხი წამომიდო და დავეცი".

ბარძიმაძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში დარეკვას არ აპირებს: "პოლიციაც ამათთანაა შეკრული".

გიორგი ბალიაშვილი, "ქართული ოცნების"მაჟორიტარი კანდიდატის, ზოია ბალიაშვილი შვილი და "ოცნების" მხადამჭერია. იგი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ რასაც ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს ტყუილია: "ყველა არჩევნებზე ასეთ რაღაცას მე როგორ უნდა მაბრალებდნენ".

N37 ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, რომ მან არ იცის დღეს საღამოს რა მოდა, ამიტომ, მომხდარზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამ დროისთვის, ჟურნალისტები "ქართული ოცნების" შტაბთან არიან შეკრებილი და მათი პოზიციის მოსმენას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბები კი მეზობელ ქუჩებზეა და ფაქტობრივად, ერთმანეთს უყურებს.

ინციდენტი ახალციხეში – 'ნაცმოძრაობის' მერობის კანდიდატი 'ოცნების' წევრებს ცემაში ადანაშაულებს

[sknews.ge]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
თოფაძე–მრეწველები: ‘ოცნების’ თხოვნით 11 უბანზე კომისიის წევრები შევცვალეთ
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს