FM97.5 / LIVE

საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი

მთავარისაზოგადოება 04.05.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში მცხოვრებ ჩოქურების სამსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს. დახმარების მოლოდინში ოჯახი რამდენიმე თვეა ყოფილი კლუბის შენობაში ცხოვრობს.

საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში მცხოვრებ ჩოქურების ოჯახი უბინაოდ გასული წლის შემოდგომაზე დარჩა. იმის გამო, რომ შენობა ავარიული იყო მთლიანად დაინგრა. ახლა მათ არც საცხოვრებელი სახლი და არც საყოფაცხოვრებო ნივთები ავთ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და იმდენი შემოსავალი არ აქვთ, რომ ახალი სახლი ააშენონ.

- "სახლის კდლები რომ ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლას გადავურჩით. ახლა კლუბის შენობაში, ორ პატარა ოთახში ვცხოვრობთ. დედაჩემმა პურის საცხობში დაიწყო მუშაობა, არც მე და არც ჩემი ძმა არსად არ ვმუშაობთ და სხვა შემოსავალი არ გვაქვს”, - ამბობს თამარ ჩოქური.

ოჯახმა დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა.

- "იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება და რამით მაინც დაგვეხმარონ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის ტერიტოიული ორგანოს რწმუნებული გელა ლომიძე ამბობს, რომ ოჯახს გვერდში უგას და შეძლებისდაგვარად ეხმარება.

- "მოხსენებითი ბარათი დავწერე და გამგეობაში გავაგზავნე. ამ პრობლემის შესახებ წინა გამგებელმა, ბესო ხითარიშვილმა იცოდა, რადგან განცხადება მისი მუშაობის პერიოდში დავწერე, ახლა კი თათბირზეც ვთქვი ამ ოჯახის შესახებ, თუმცა ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიუღიათ, - ამბობს გელა ლომიძე და ამატებს, რომ მოხსენებით ბარათში აღნიშნა, რომ ჩოქურების სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება და ახალი უნდა აშენდეს: თუ გამგეობა სამშენებლო მასალის გამოყოფას შეძლებს, მაშინ სახლის აშენებაში ადგილობროვებიც დაეხმარებიან”.

ყოფილი კლუბის შენობაც მოძველებულია. აქ ახლა არც დენი და არც წყალი აქვთ. ოჯახი ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობს.

- "გლობალტივის ანტენა დაამონტაჟეს. მადლობა, მაგრამ დენი არ გვაქვს და ანტენა რად გვინდა. იმ სახლში დენი მაინც გვქონდა, ახლა რამე რომ გვჭირდება ისევ დანგრეულ სახლში მივდივართ, წყალსაც სოფლის წყაროდან ვზიდავთ”, - ამბობს ტამარ ჩოქური.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განმარტებით, ყველა ოჯახისთვის ახალი სახლის აშენება მუნიციპალიტეტის გამგეობას არ შეუძლია.

- "ეს კერძო საკუთრებაა და მათ თავად უნდა მიხედონ. მესმის, რომ ახალი სახლის ასაშენებლად საშუალება არ აქვთ, ვისაც ავარიული სახლი დაენგრევა ყველას ვერ დავეხმარებით. ამ საქმეს შესაბამისი კომისია განიხილავს და გადაწყდება რით შეგვიძლია დახმარება. საშენ მასალას გამოვუყოფთ ამის შემდეგ”, - ამბობს ბესიკ ბლიაძე და ამატებს, რომ ასეთი ოჯახები ახალციხეშიც ბევრია, ამიტომ ყველას დახმარება ძნელია.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ მოსახლეობას იმ შემთხვევაში აკმაყოფილებს, თუ მათ სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაენგრათ. სხვა შემთხვევაში დახმარება არ შეუძლიათ.

საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 აბულის ციხეს იუნესკოს წინასწარულ ნუსხაში შესატანად წარადგენენ

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ფერსის კლუბში მცხოვრები ოჯახით ’ერთსულოვნება’ დაინტერესდა
ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ
ცხოვრება ავარიულ სახლში