FM97.5 / LIVE

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 18.10.2017
ახალციხის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. ხუთივე მათგანი მამაკაცია. გაეცანით მათ ბიოგრაფიებს.

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

ხუთ კანდიდატს შორის, ერთი მოქმედი გამგებელია – ზაზა მელიქიძე, რომელიც კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა;

„ევროპული საქართველოდან“ ახალციხის მერობისათვის ვაჟა ჩიტაშვილი იბრძვის. იგი მე–8 მოწვევის პარლამენტის წევრია, საპარლამენტო არჩევნებში გასულ, 2016 წელსაც მონაწილეობდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, პირველი ტური მოიგო, თუმცა, მეორე ტურში დამარცხდა.

გასულ წელს ვაჟა ჩიტაშვილთან ერთ გუნდში იყო, ახლა კი მისი კონკურენტია ირაკლი ბარძიმაძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია.

გასულ წელს, მერობის რიგგარეშე არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი იყო ჯუმბერ ინასარიძე, რომლიც წელს, მერობის არევნებში კვლავ მონაწილეობს „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით.

მის მსგავსად, ახალი პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზიდან“იყრის კენჭს ჯიმშერ გოგოლაურიც, რომელიც ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრია.

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე - უგულავა – ევროპული საქართველო“

დაიბადა ვალეში. დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა;

1989–92 წლებში მუშაობდა შსს–ს ახალციხის რაიგანყოფილების უბნის ინსპეტქტორად. 1992-94 წლებში ამავე განყოფილებაში გამომძიებელი იყო;

1994-2004 წლებში კი საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 2004-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ მუშაობდა;

2005-2008 წლებში პროკურატურაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი იყო;

2008 წლის იანვრიდან – ნოემბრამდე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2008 წლიდან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი;

2012–2016 წლებში იყო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.


ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

N5 ირაკლი ბარძიმაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1970 წლის 24 იანვარს ბათუმში;

1976-1987 წლებში დაამთავრა ახალციხის N1 საშუალო სკოლა;

1996 -2000 წლებში დაამთავრა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი. იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია-იურისტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა;

1987-1996 წლებში სწავლობდა, თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, ს/მ მექანიზაცია, კვალიფიკაცია-ინჟინერ-მექანიკოსი;

2002 –11 წლებში იყო ჯერ ასპინძის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი, შემდეგ კი ახალციხის რაიონული პროკურორის თანაშემწე, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, განყოფილების პროკურორი და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილე;

2012 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ამავე წელის თვითმმართველოსბის არჩევნებზე იყო ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი;

2011 წლიდან დღემდე ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატია;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

დაიბადა ვალეში;

2006–2009 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ტერიტორიული ორგანოს გამგებელი იყო;

მუშაობდა, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, "საკრებულოთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, რომლის დროსაც ერთ–ერთ ინგლისურ კომპანიასთან პარტინორობითა და თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის ორგანული კანონის შემუშავებაში;

1989–1993 წლებში იყო ტყვარჩელის ავტობაზაზე, „საქნახშირის“ ექსპლუატაციის უფროსი, ასევე "ტექნიკური ბიუროს" უფროსი;

1992–1993 წლებში იყო "ქალაქ ვაჭრობის" დირექტორი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

N31 ჯიმშერ გოგოლაური–„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“

დაიბადა 1965 წლის 10 ნოემბერს სოფელ ფერსაში;

1982 წელს დაამთავრა სოფელ ფერსისი საშუალო სკოლა;

1982–84 წლებში სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში;

1989–1992 წელს სწავლობდა ტაშკენტში ავტოსაგზაო ინსტიტუტში, სამშენებლო გზების ავტოინჟინერის ფაკულტეტზე;

1999–2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამცხე–ჯავახეთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე;

1992–97 წლებში ცხოვრობდა რუსეთში და მცირე ბიზნესით იყო დაკავებული;

1999–2005 წლებში შინაგანსაქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში სხვასხვა პოზიციებზე მუშაობდა;

2012 –13 წლებში იყო „ქართული ოცნების“ წევრი და დამფუძნებელი;

2013 წელს იყო სამცხე–ჯავახეთის დაცვის პოლიციის კადრების განყოფილების უფროსი;

2013–16 წლებში იყო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი;

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“

დაიბადა 1966 წლის 6 მაისს ასპინძაში;

1983 წელს დაამთავრა ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშის საშუალო სკოლა;

1991 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომიკის ფაკულტეტი;

1988 წელს იყო ახალციხის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების მომარაგება–გასაღებისგანყოფილების უფროსი;

1992–96 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „ვარძიაში“ მომარაგება–გასაღების განყოფილების უფროსად;

1997–2000 წლებში იყო შპს „ვარძიის“ ლუდის საამქროს უფროსი;

2000–03 წლებში და 2010–2014 წლებში იყო შპს „მელიზას“ დირექტორი;

2003–2010 წლებში ეკავა შპს „მესხეთი XXI“–ის დირექტორის თანამდებობა;

2014 წლიდან დღესმდე არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები
დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი