სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

როგორ აპირებენ ბიუჯეტის შევსებას ადიგენის მერობის კანდიდატები

მთავარისიახლე, არჩევნები, ეკონომიკა, საზოგადოება 18.10.2017
რითი შეიძლება შეივსოს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; რას ფიქრობენ ადიგენის მერობის კანდიდატები;

როგორ აპირებენ ბიუჯეტის შევსებას ადიგენის მერობის კანდიდატები

N2 გელა სარაშვილი – საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე - უგულავა – ევროპული საქართველო“: ჩვენი მოსვლისთანავე ქონების გადასახადს შევამცირებთ 10%–ით, ეს ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და ავტომატურად ბიუჯეტში შემოსავალი გაიზრდება. ასევე, ვფიქრობ, რომ რაც ტყეში სამასალე მერქანი შეშად იჭრება, სამასალედ უნდა მოიჭრას და ის მოსაკრებელიც ბიუჯეტში შევიდეს.

N3 ჯემალ ვანაძე – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა–დემოკრატიული მოძრაობა –თავისუფალი საქართველო“: „სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს. ასევე, ბევრი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მაგალითად, ადიგენი–ხულოს გზა. აქედან თანხა შემოვა, რადგან ამ პროექტების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულებებს აიღებენ, რომ რაიონში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ. მაგალთად, გზა მოაასფალტონ. ამ გზით ბიუჯეტის თანხა დაიზოგება“.

N5 რატი ტატალაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „საკრებულოებს უნდა ჰქონდეთ საკანონმდებლო ინიციატივების უფლება და ამ გზით მათ ბუნებრივი რესურსების განკარგვის უფლება უნდა მიეცეთ. ასე სატყეო მეურნეობები მოეწყობა, მოსახლეობა შეძლებს საშეშე და სამასალე მერქნის ყიდვას და ეს თანხა ბიუჯეტში შევა. გარდა ამისა, რიგი ტერიტორიები უნდა გამოცხადდეს რეკრეაციულ ზონებად, შემდეგ კი ისინი უნდა გაიცეს გრძელვადიანი იჯარით და საინვესტიციო პირობებით. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული უძრავ–მოძრავი ქონებაც უნდა აღირიცხოს და გასხვისდეს“.

N8 მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „ხის ჩეხვით რომ ნადგურდება გარემო, სატყეო მეურნეობა მუნიციპალიტეტებთან უნდა ჩამოყალიბდეს. მოსახლეობაზე გაცემული ბილეთებით კი თანხა ბიუჯეტში შევიდეს. ასევე, დიდი პოტენციალი აქვს ადიგენს ტურიზმის განვთარებისა და ამ გზით ბიუჯეტის შევსების, აბასთუმანია ამ თვალსაზრისით მთავარი, გარდა ამისა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია მუნიციპალიტეტში“.

N41 ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: ბიუჯეტი ცენტრლაური ტრანსფერით და ადგილობრივი შემოსალვებით ივსება. ეს არის ჩვენი ბიუეჯტის წყარო. იცით, რომ ხელმოკლე მუნიციპალიტეტი ვართ, ამიტომ ძირითადად დამოკიდებული მაინც ცენტრალურ ტრასფერზე ვართ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]
როგორ აპირებენ ბიუჯეტის შევსებას ადიგენის მერობის კანდიდატები


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ადიგენი [სრული]
სალოცავების აშენების უფლება – რას ფიქრობენ ადიგენის მერობის კანდიდატები
არჩევნების შედეგები – ნინოწმინდა [სრული]
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში [სია]
როგორ გეგმავენ ადიგენში დასაქმების პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატები