FM97.5 / LIVE

აპლიკაცია ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.10.2017
მცირე და საშუალო ბიზნესების, ინდივიდუალური მძღოლებისა და დიდ კომპანიებისათვის, ახალციხეში, STYX ვებ–პლატფორმის პრეზენტაცია მოეწყო. იგი ყველა გადამზიდსა და დამკვეთს ერთ ქსელში აერთიანებს.

აპლიკაცია  ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად

დღეს, 18 ოქტომბერს, ახალციხის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში STYX ვებ–აპლიკაციის გასაცნობად შეხვედრა გაიმართა. მცირე მეწარმეები და კერძო პირები ინოვაციას გაეცნენ, რომლის გამოყენებაც ტვირთის გადაზიდვის ან მისი გაგზავნის მსურველებს შეუძლიათ.

აპლიკაცია ყველა გამგზავნსა და გადამზიდს ერთ ქსელში განათავსებს. მომხმარებელს საშულება ექნება რეიტინგისა და ფასის გათვალისწინებით, მისთვის სასურველი გადამზიდი ობიექტი ან გადასაზიდი ტვირთი შეარჩიოს.

„თუ გადამზიდმა წაიღო ტვირთო და იმ ადგილიდან უკან დაბრუნება ცარიელს უწევს, მას შეუძლია ჩვენი აპლიკაციის სისტემაში მოიძიოს დამატებითი ტვირთი, გააკეთოს შეთავაზება და უკან გზაზე განახორციელოს კიდევ ერთი შეკვეთა, რაც მისთვის იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო“, – განმარტავს კომპანია STYX – საქართველოს დამფუძნებელი ალექსანდრე ქურიძე.

აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. სისტემაში დარეგისტრირება კერძო პირებსაც შეუძლიათ, რომლებიც ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მიემგზავრებიან და ტვირთის წაღების საშუალება აქვთ.

STYX – საქართველოს დამფუძნებლების განამარტებით, ტვირთში მოიაზრება, ნებისმიერი გადასატანი ნივთი, როგორც მძიმე კატეგორიის, ასევე მსუბუქი: დოკუმენტები, წერილები და სხვა. მათივე თქმით, აპლიკაცია მომხამრებლის ორივე ტიპისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მსურველს შეუძლია მოძებნოს კარგი ტვირთი, როგორც გადამზიდმა და მოძებნოს კარგი გადამზიდი, როგორც ტვირთის გაგზავნის მსურველმა.

STYX აპლიკაცია, როგორც ინოვაციური მიდგომა, მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსის Seedstars World–ის ფინალში მონაწილეობდა.


აპლიკაცია  ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.09.2018 ახალციხელი სპორტსმენის მორიგი გამარჯვება კიევში

24.09.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

112–ს მაშინაც დუკავშირდებით, თუ დარეკვა არ შეგიძლიათ – 112–მა მობილური აპლიკაცია შექმნა [Video]
ამბები რეგიონებიდან თქვენს მობილურში სწრაფად და მარტივად
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 18 ოქტომბერი [Audio]
დღის მთავარი გამოშვება – 18 სექტემბერი [Audio]
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ
საქსტატმა სამცხე–ჯავახეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართა