FM97.5 / LIVE

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.10.2017
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

"გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, ბავშვის ფიზიკური დასჯა და მის მიმართ სხეულებრივი დასჯის გამოყენება აკრძალულია. მნიშვნელოვანია კონვენციის მონაწილე წევრ ქვეყნებში აღნიშნული პრინციპის თანაბრად უზრუნველყოფა და ამისათვის გამართული
საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების მექანიზმების ფუნქციონირება. მიუხედავად მსგავსი ვალდებულებისა, საქართველოში ბავშვთა მიმართ სხეულებრივი სასჯელების გამოყენების საკითხი პრობლემურია როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე", – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხითარსებული მდგომარეობა", რომელიც დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პროცესში, 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მათივე თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების გავრცელებული ფორმაა. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან.

"მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო,ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე...“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“,„ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“,„წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“", – ვკითხულობთ ანგარიშში.


ანგარიშის მიხედვით, სკოლებში ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს.

მაგალითად, ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს:

„მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა“. „მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა“.


როგორც ანგარიშში ვკითხლობთ, ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე.

„გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ“, „სპილოს ყურები გაქვს“, „მე რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა, შენს კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა“, „ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე - ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო“.


"აღსანიშნავია, რომ ფოკუს ჯგუფებში, ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა პედაგოგების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მოსწავლეთა მიმართ. ბავშვები ყვებიან, რომ ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე მთელ კლასს ალოცებს. კლასში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ლოცვის დროს ფეხზე უნდა ადგნენ. მეორე შემთხვევაში, ფოკუს ჯგუფში მონაწილე ბავშვებში მოხვდნენ შშმ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები. კლასში მყოფმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ერთი მოსწავლე „ინკლუზიური“ იყო, მეორე კი -„არაქართულენოვანი“. ისინი არ უნდა შეგვერჩია, რადგან ვერაფერს გვეტყოდნენ. ამ მოსწავლეებმა თავი შერცხვენილად იგრძნეს", – ვითხულობთ ანგარიშში.

რაოდენობრივი კვლევის მონაცემებით, მოსწავლეების ინფორმაციით, მათ მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ყველაზე ხშირად მიმართავს დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი, ხოლო რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურს, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენების პროცენტული მაჩვენებლები გაცილებით მცირეა, არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ძალადობის ამა თუ იმ ფორმის გამოყენების შესახებ მიუთითებენ: მაგალითად, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელის მიერ მოსწავლის ცემაზე საუბრობს 135 რესპონდენტი, თავში წამორტყმაზე - 240; ასევე, მანდატურის მიერ მოსწავლის ცემაზე მიუთითა 40-მა რესპონდენტმა, თავში წამორტყმაზე - 84-მა, ყურის აწევაზე - 89 რესპონდენტმა. მოსწავლეების მიმართ გამოყენებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ცალსახად გამოკვეთილია ყვირილი, ასევე შედარებით ხშირად იყო დასახელებული შემდეგი ფორმები(

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში


ანგარიშის მიხედვით, სკოლის თანამშრომლები მოსწავლეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე მოსწავლეებთან შედარებით უფრო „მსუბუქად“ საუბრობენ, ამასთან, მათი პასუხები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ჩაგვრა/დამცირება/ძალადობა მარტო სკოლაში კი არა, სკოლის გარეთაც
ხდება.

შემთხვევათა მხოლოდ 15.7%-ში (267 შემთხვევა) ამბობენ სკოლის თანამშრომლები, რომ თავიანთი პროფესიული საქმიანობის დროს ბავშვის მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა არ შეუნიშნავთ. შემთხვევათა 2.4%–ში პასუხს თავი აარიდეს. დანარჩენ შემთხვევებში მეტ-ნაკლები
სიხშირით უთითებდნენ, რომ ბავშვები გამხდარან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა დღეს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მონიტორნგის ფარგლებში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათგან 98 საჯარო და 5 კერძო სკოლაში, გარდა ამისა, 6 სკოლა პანსიონში.

მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში ჩატარდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პირველად შემოწმდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

23.05.2019 ‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

23.05.2019 სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს

23.05.2019 სოფელი მთაში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის