FM97.5 / LIVE

ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 17.10.2017
ახალციხეში, ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებები უდაოდ ცნო და საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მომდევნო სხდომაზე შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს.

ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ახალციხეში, ცოლის დაჭრასა და სიდედრის წამებაში ბრალდებული მამაკაცის სასამართლო სხდომა დღეს, 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს და მოსამართლესთან მათი უდაოდ ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე გია ბერაიამ დააკმაყოფილა კიდეც.

სხდომაზე მოსამართლემ, ა.გ–ს აღკვეთი ღონისძიების შეფარდება კიდევ ერთხელ გადასინჯა და ისევ პატიმრობაში დატოვა.
შემდეგი სხდომა 24 ოქტომბერს ჩაინიშნა. მომდევნო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ და მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. თუმცა ვიდრე ეს მოხდება ბრალდებულის ადვოკატები, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

„ამ პროცესს ველოდებოდი, რომ მოსამართლეს ყველა მტკიცებულება უდაოდ გაეხადა, რადგან ბრალდებული თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. ახლა განცხადებას შევიტანთ სასამართლოში და ვეცდებით პროკურატურასთან ერთობლივად შევთანხმდეთ, ჯერ კონკრეტულზე ჩამოყალიბებულები არ ვართ“,–ამბობს ადვოკატი კახა მათოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ქმარმა ცოლი 25 ივლისს დაჭრა, მის დედას კი, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 27 ივლისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცოლის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი გადაიდო
ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ცოლის დაჭრაში ბრალდებული საპროცესო გარიგებას ითხოვს
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი  შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულს სააპელაციომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა