FM97.5 / LIVE

საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.10.2017
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების მიერ სკოლაში შეღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც მოიცავდა ბულინგის, უცხო პირთა სკოლის ტერიტორიაზე შეღწევისა და სკოლის ფარგლებში უსაფრთხოების დარღვევის საკითხებს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტები ყველა პარამეტრის მიხედვით უსაფრთხოდ მიიჩნევენ თავიანთ სკოლას. თუმცა, ამავდროულად გამოვლინდა, რომ ბულინგი და უცხო პირების მიერ სკოლაში შეღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

უსაფრთხოების განცდაზე საუბრისას, მოსწავლეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა მოსწავლეების ნაწილი საფრთხის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს (გამოკითხულთა 10.5%). მნიშვნელოვანია, რომ „ძალზე უსაფრთხოდ“ მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო მეტი მოსწავლე გრძნობს თავს (75.5%), ვიდრე დიდკონტინგენტიან სკოლებში (55.5%), რაც იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების განცდაზე გავლენას ახდენს, როგორია სკოლა - დიდი თუ მცირეკონტინგენტიანი. სადაც მეტი მოსწავლეა, იქ საფრთხის განცდა შედარებით მეტია.

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების შეხედულებები განსხვავდება. თანამშრომლები, მოსწავლეებისგან განსხვავებით, უფრო უსაფრთხოდ განიხილავენ სკოლას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.

საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი


ანგარიშის მიხედვით, როდესაც საკითხი ეხება სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დასახელებას, რესპონდენტები (მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები) მიიჩნევენ, რომ სკოლის უსაფრთხოება ძირითადად ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს და პასუხისმგებლობის მაღალი წილიც სწორედ მათ ეკისრებათ.

"ამ მხრივ, იკვეთება საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და სხვისთვის დაკისრების მცდელობის ტენდენცია. საკუთარ პასუხისმგებლობას აღნიშნული საკითხის მიმართ მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა მხოლოდ 8-10% აღიარებს. სხვადასხვა ჭრილის მიხედვით (მანდატურის ინსტიტუტის მქონე, მცირე/დიდკონტინგენტიანი, მაღალმთიან რეგიონში/ბარში მდებარე სკოლები) ანალიზმა მხოლოდ ნიუანსური განსხვავებები გამოავლინა, მათ შორის გამოიკვეთა შემდეგი: მცირეკონტინგენტიან სკოლაში მანდატურს გაცილებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკითხში, ვიდრე დიდკონტინგენტიან სკოლებში", – ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან: ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა დღეს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მონიტორნგის ფარგლებში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათგან 98 საჯარო და 5 კერძო სკოლაში, გარდა ამისა, 6 სკოლა პანსიონში.

მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში ჩატარდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პირველად შემოწმდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა