FM97.5 / LIVE

რომელ შენობაში განთავსდება ახალციხის მერია

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2017
არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რომელ შენობაში იმუშავებს თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტი.

რომელ შენობაში განთავსდება ახალციხის მერია
გამგეობის შენობა

ამჟამად ახალციხეში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა შალვა ახალციხელის N2-შია განთავსებული, ქალაქის მერია კი კოსტავას N18-ში. მერიის შენობის რემონტი თვითმმართველი ქალაქის შექმნის შემდეგ 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. ქალაქში ახალი ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად 511 356 ლარი დაიხარჯა.

რომელ შენობაში იმუშავებს ახალშექმნილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, რომელიც ამავე დროს ახალციხეში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია.

მისი თქმით, ამ საკითხზე ახალარჩეული მერი და საკრებულო იმსჯელებს: „ჩემი ვარაუდით, ერთ შენობაში იქნება მერია, მეორე შენობაში კი საკრებულო და ააიპ–ები. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ამ საკითხს არჩევნების შემდეგ არჩეული მერი და საკრებულო გადაწყვეტს“.

რომელ შენობაში განთავსდება ახალციხის მერია
მერიის შენობა
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს
ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა
ახალციხის მერია და საკრებულო ახალ შენობაში იანვრიდან გადავა
რატომ ვერ შეასრულა ახალციხის მერმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება?
ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ
გამგეობამ ადმინისტრაციული  შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო