FM97.5 / LIVE

ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებს შეუძენენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 17.10.2017
ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, ახალციხის მერიამ 2016 წლის აგვისტოს სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. შპს „მოდუსი“ სამშენებლო მასალებს 95 839 ლარად შეიძენს.

ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებს შეუძენენ

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი მასალები უნდა შეიძინოს:

მოთუთიებული გოფრირებული თუნუქი 4132 ცალი ზომით 2x0,92 მ. სისქით 0,45 მმ; ცემენტი მ-400 20 ტონა (25 ან/და 50 კილოგრამიან ტომრებში დაფასოებული); ბლოკი 4474 ცალი ზომით 20x20x40 სმ; დახერხილი ხე-მასალა 15 მ3 (სპეციფიკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2016 წლის 3 აგვისტოს სტიქიაზე. ახალციხეში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ განსაკუთრებით თამარაშვილის, კოსტავას, მიქუტიშვილისა და ხანძთელის ქუჩები დააზიანა. თუმცა, წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვრები შევარდა სხვა ქუჩებზე მცხოვრებლებთანაც.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზარალის შესწავლა სტიქიიდან მეორე დღესვე დაიწყო. დაზარალებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალები სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ დაურიგდებათ.

შეგახსენებთ, გასული, 2016 წლის, 3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა კოსტავას, თამარაშვილის, ხანძთელისა და მიქუტიშვილის ქუჩები. მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოეშალა. კოსტავას ქუჩაზე კი წვიმა ოთახებში ჩავიდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.09.2018 ახალციხელი სპორტსმენის მორიგი გამარჯვება კიევში

24.09.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

100 000 ლარი 3 აგვისტოს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
ორჯერ ჩავარდნილი ტენდერი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]
ახალციხე სეტყვის შემდეგ – დატბორილ ქუჩებზე მაშველები მუშაობენ [Photo]
სტიქიის  შედეგები გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე [Photo]
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე გაზის მიწოდება აღდგა
სეტყვის შემდეგ, ახალციხის ქუჩებს ქვა–ღორღისგან წმენდენ [Photo]