სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.05.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდა. აკადემიურმა საბჭომ თანამდებობაზე მაკა კაჭკაჭიშვილი აირჩია, რომელიც ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელად მუშაობდა.

ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 მარტის #4 დადგენილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნა. ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა.

- ”როგორც კი უნივერსიტეტში რეორგანიზაცია დამთავრდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით საარჩევნო კომისია შეიქმნა, რომელიც ოთხი წლის ვადითაა არჩეული. არჩევნებში მონაწილეობას აკადემიური საბჭოს წევრები იღებენ”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი და ამატებს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევნებს აკადემიური საბჭო აცხადებს. შესაბამისად საბუთები აკადემიური საბჭოს სახელზე უნდა შევიდეს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის გუშინ, პირველ მაისს გაიმართა. არჩევნების შემდგომ უნივესიტეტის აკადემიურმა საბჭომ მაკა კაჭკაჭიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მაკა კაჭკაჭიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ მუშაობდა, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა ქეთევან გრძელიშვილმა თანამდებობა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის გამო დატოვა.

- ”რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანია უფრო კომპეტეტნტური, ვიდრე მე. ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაახლოებით ერთი წელია რაც ვმუშაობ. გარკვეული გამოცდილება შევიძინე და რაც მთავარია ამ თანამდებობაზე ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია და აკრედიტაცია გაიარა. მაშინ ეს წარმატებული პროცესი იყო. ახლა ჩვენ გვინდა, რომ ავტორიზაცია-აკრედიტაცია კიდევ გავოაროთ. ბევრ სიახლეს ვგეგმავთ და სწორედ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გახლავთ მოტივაცია, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა გავაგრძელო”, - აღნიშნავს მაკა კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული. ამავე გვრდზე ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებითაც დევს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 17 აპრილის #7 დადგენილებით ა(ა)იპ–სამცხე–ჯავახეთის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებია დანიშნული. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 2013 წლის 17 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით იწარმოებს. რექოტირის არჩევნები 2013 წლის 3 ივლისს ჩატარდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

15 მაისიდან სჯსუ–ს რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს ავტორიზაციას უკავშირებენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
საკადრო ცვლილებები უნივერსიტეტში