FM97.5 / LIVE

ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა

მთავარისაზოგადოება 02.05.2013
რა არის საჭირო, რომ ბიზნეს სექტორში უფრო მეტი ქალი ჩაერთოს და ბიზნესი დამოუკიდებლად აწარმოოს. ამ საკითხზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა
”მიეცით ქალებს საშუალება და მოგებული დარჩება ყველა” ამ პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ურაველსა და წყრუთში აქტიური ქალბატონებისგან დაკომპლექტებული ფოკუს ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებსაც ტრენინგები სხვადასხვა თემებზე უტარდებათ.

”აღნიშნული პროექტი გასული წელს დაიწყო. ჩვენი ორგანიზაცია ეკოლოგიისა და გენდერული მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ქალბატონებისთვის ბიზნეს ტრენინგების ჩატარება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა”, - პროექტის კოორდინტორი ნუგზარ თათეშვილი.

აღნიშნული ტრენინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მისი მიზანი ბიზნეს სექტორში ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართვა, აქტიური რეკომენდაციების შემუშავება და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებაა.

”ვიწსავლეთ, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ დამოუკიდებელად ბიზნესი, რაც მომავალში ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ”, - ამბობს ფოკუს ჯგუფის წევრი ჟუჟუნა ბერიძე.

ნუგზარ თათეშვილი თქმით ახალციხეში ოჯახებს ძირითადად მამაკაცები არჩენენ. სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი ტრენინგები ჩატარებულიყო.

’ამით ქალბატონებს საშუალება მიეცემათ, უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და პატარა ბიზნესის წარმოება მაინც შეძლონ”, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

პროექტი ”მიეცით ქალებს საშუალება და მოგებული დარჩება ყველა” ევროკავშირისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანასებული. პროექტი სამწლიანია.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიზნესით დაინტერესებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარეს
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის
'ქალები სამართლიანობისათვის' სამცხე–ჯავახეთში ქალებს ატრენინგებს
ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ახალციხის 5 სოფელში ხილის საშრობებს მოაწყობენ
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად