სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 12.10.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები, ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ; საქმეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს;

აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ

აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს პედაგოგის დათა დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისი სამეურვეო საბჭოს წევრობიდან ამორიცხვა სურს.

დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო განიხილავს. როგორც დათაშვილი ამბობს, მან ერთ–ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ამ დრომდე სამეურვეო საბჭოს წევრად ირიცხება: „დირექტორმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ მე საბჭოს წევრი აღარ ვარ და ამას სასამართლოში დაამტკიცებდა კიდეც. ამის მერე მან სამეურვეო საბჭოს სიტყვიერად მიმართა რომ მე წევრობიდან ამოვერიცხე, რაზეც უარი მიიღო, რადგან ამ საკითხზე საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილიც ჰქონდა, რომ არ მრიცხავდნენ“.

დათაშვილის თქმით, ამის შემდეგ დირექტორმა სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი თავად შეადგინა და თავმჯდომარეს, თინა ზუბაშვილს, ხელი ზეწოლით მოაწერინა.

აღნიშნული ოქმი N3 26 სექტემბრით თარიღდება. სხდომის დაწყების დროდ კი 13:00 საათია მითითებული. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი დღის წესრიგით, საბჭოს ორი საკითხი უნდა განეხილა: 1). სამეურვეო საბჭოს წევრი, დათა დათაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; 2) სამეურვეო საბოჭო უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის ჩანაცვლების საკითხი.

სხდომას თავმდჯომარის ჩათვლით ოთხი წევრი ესწრებოდა: თინა ზუბაშვილი, ნათია ლობჯანიძე, ფირიდდინ შემშედოვი და ნინო ფილიშვილი. აღნიშნულ საკითხებს კი ოთხივე მათგანმა მხარი დაუჭირა.

სამურვეო საბჭოს წევრები, რომლებიც ოქმის მიხედვით აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ მსგავსი სხდომა არ ჩატარებულა და შესაბამისად, არც დათაშვილის საბჭოს წევრობიდან ამორიცხვის საკითხი განუხილავთ.

„ვადასტურებ, რომ 26–27 სექტემბერს არ შემდგარა კრება და არ დავსწრებივარ“, – ეს არის ამონარიდი საბჭოს ერთ–ერთი წევრის ნინო ფილის მიერ ხელით დაწერილი ახსნა–განმარტებიდან.

იგივეს წერს ფირიდდინ შემშედოვიც: „26–27 სექტემბერს არ შემდგარა საბჭოს სხდომა და არც დავსწრებივარ. რაც შეეხება დათა დათაშვილის გათავისუფლებას და საბჭოს წევრობიდან გაწვევას არ დავთანხმებივარ და არც დავეთანხმები“.

ოქმს ხელს საბჭოს თავმჯდომარე თინა ზუბაშვილი და საბჭოს მდივანი ნათია ლობჯანიძე აწერენ.

შეკითხვაზე, შედგა თუ არა ნამდვილად სხდომა, ან მისი ხელმოწერა ნამდვილად მისია თუ არა, ლობჯანიძემ გვიპასუხა: „ამ შეკითხვას სასამართლოში თუ დამისვამენ პასუხს გავცემ, პრესასთან ამაზე ლაპარაკი არ მინდა“.

ზუბაშვილი კი ირწუნება, რომ მას დირექტორმა ხელი ოქმზე ზეწოლითა და მოტყუებით ლობჯანიძესთან ერთად მოაწერინა: „ოთახში ერთად შეგვიყვანა. არ ვიცოდით რომ ეს არშემდგარი სხდომის ოქმი იყო, გვითხრა, რომ ეს ავტომატურად შეწყვეტის საკითზე ხელმოწერა იყო“.
მომხდარის შესახებ თინა ზუბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო მართვის ცენტრს მიწერა.

„27 სექტემბერს სკოლის დირექტორმა ჩემთვის უცნობ დოკუმენტზე მომაწერინა ხელი, მე არ ვაწერდი ხელ დოკუმენტს, მაგრამ როგორც განმიმარტა დათა დათაშვილთან არ არის ხელშეკრელბა დადებული და წევრობის ჩანაცვლება ავტომატურად ხდება. რაზეც გამიჩნდა კითხვა, თუ ავტომატურად ხდება შეწყვეტა, ხელმოწერა რაღა საჭიროა მეთქი, რაზეც მან მიასუხა, მაშინ დავშლი საბჭოსო. „ნება თქვენია“ ვუპასუხე. მერე სხვა კუთხით წაიყვანა საუბარი, თუ სიმშვიდე გინდა და მიმანიშნა საათების გადანაწილებაზე, რის შემედეგაც იძულებით მომაწერინა ხელი“, – ვკითხულობთ ზუბაშვილის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში.

გარდა ზუბაშვილისა მომხდართან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დათა დათავილმაც მიმართა. ჯეჯელავას უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ოქმის ნამდვილობას შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს: „მოკვლევა ჯერ დასრულებული არ არის“.
ქეთევან ობოლაშვილი კი აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა ნამდვილად ჩატარდა და მას სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გადაეცა. რაც შეეხება ზუბაშვილზე ზეწოლასა და მისი მოტყუებით ხელისმოწერას ობოლაშვილი ამბობს: „როგორ უნდა მოატყუოს ვინმემ პედაგოგი ან შეცდომაში შეიყვანოს?! თინა ზუბაშვილიც და დათა დათაშვილიც ბევრ ტყუილს ამბობენ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა დათა დათაშვილი 7 ივლისს სამსახურიდან იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სასამართლოში გაასაჩივრა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა
„ვინც ხმას ამოიღებს ბოლომდე სჯის“ – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორზე