სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს

მთავარისიახლე, სამართალი 12.10.2017
სასაკლაო “ახალციხე – აგროფუდის” საქმეს, რომელსაც სამართალდარღვევის ოქმი მდინარის დაბინძურებისა და წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე შეუდგინეს, სასამართლო განიხილავს.

ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ სასაკლაო „ახალციხე – აგროფუდს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. გარემოსდაცვის დეპარტამენტი სასაკლაოს წყლის უკანონო მოპოვებისა და ასევე წყლის დაბინძურების გამო ედავება.

შესაბამისად ოქმის მიხედვით „ახალციხე – აგროფუდმა“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57–ე პრიმა მუხლი დაარღვია, რაც სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობას გულისხმობს და ჯარიმას 1000–დან 1500 ლარამდე ითვალისწინებს. ასევე სასაკლაომ დაარღვია 58–ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევას, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას 400–დან 600 ლარამდე გულისხმობს.

„გარდა ამ მუხლებისა ცალკე ანგარიშდება როგორც წყლის უკანონო მოპოვებისთვის, ასევე მდინარის დაბინძურებისთვის გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა შესაბამისინ ნიხრების გამოთვლით. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 316 ლარი და 96 თეთრი შეადგინა“, – ამბობს ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორი პაატა პარუნაშვილი.

მისი თქმით, კანონით არის განსაზღვრული ზღვურლად დასაშვები კოეფიციანტი რაც მდინარეში შეიძლება რომ ჩაედინებოდეს. ამ ზღვრულად დასაშვებ ნორმას კი დაბინძურებისას მცირედით გადააჭარბეს: „ამიტომ წყლის უკანონო მოპოვებაზეც და მდინარის დაბინძურებაზეც ზიანმა მხოლოდ 316 ლარი შეადგინა“.

პარუნაშვილის განმარტებით, სასამართლო საქმეზე დადგენინლების გამოტანისას, უმაღლესი სანქციის მიხედვით იხელმძღვანელებს: „რამდენი მუხლიც არ უნდა ჰქონდეს წაყენებული, მოსამართლე იმ მუხლის ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რომელიც უმაღლესია. ამ შემთხვევაში სასამართლო ჯარიმის ოდენობას 1000–დან 1500 ლარამდე განსაზღვრავს, ეს თანხა ქვედა მუხლებსაც მოიცავს და იმიტომ“.

„ახალციხე–აგროფუდის“ საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში 16 ოქტომბერს 13:30 საათზე მოსამართლე გიორგი ლონდარიძე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ახალციხე–აგროფუდის“ მიერ მდინარეის დაბინძურების შესაძლო ფააქტის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭიდან“ შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. სასაკლაო მდინარე ფოცხოვში დაკლული ცხვრის სისხლს უშვებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სასამართლომ ახალციხის სასაკლაო 1000 ლარით დააჯარიმა
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ
სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში ჩადის [Video/Photo]
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე ნადირობისთვის სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი შესაძლოა დაჯარიმდეს
ფოცხოვში დაკლული საქონლის ნარჩენები ჩაყარეს
რამდენი ლარით დაჯარიმდებით ნაძვის მოჭრისთვის – სამინისტროს განმარტებები
ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა