FM97.5 / LIVE

არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 11.10.2017
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ირგვლივ ხმაური არ ცხრება. თინა გელაშვილი, რომელიც ერთ–ერთი იყო იმ სამიდან, ვისაც რექტორის მოვალეობის შესრულება სურდა, უნივერსიტეტში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და შედეგების გასაჩივრებას გეგმავს.

არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დროებით, აკადემიურმა საბჭომ, დღეს, 11 ოქტომბერს, სამი მსურველიდან შეარჩია. კონკურსში სასწავლებლის ორი ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი და ისტორიკოსი, პროფესორი რომან გოგოლაური მონაწილეობდნენ.

ექვსკაციანმა აკადემიურმა საბჭომ რექტორობის სამი კანდიდატიდან მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია. მერაბ ბერიძემ – 5, თინა გელაშვილმა – 1, ხოლო რომან გოგოლაურმა 0 –ხმა მიიღო.

თინა გელაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა: „ეს იყო მისი (მერაბ ბერიძე ს.კ.) არჩეული საბჭო, იყვნენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და მას დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილება უკანონოა იმ თვალსაზრისით, რომ ბერიძეს ალტერნატივა ჰყავდა, – 65 წელს გადაცილებულია და კანონი უზღუდავდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლებოდა დაეყენებინა კანდიდატურა, მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა არ არის. ჰყავდა პირადი ადვოკატი, თამარი და ყველანაირად მოუწყო, იმდენად მიიყვანა საქმე, რომ უნივერსიტეტი ჩიხში მოექცა და ეს შედეგი დადგა“.

მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოს მოვალეობის შემსრულებელი გამოცდილების მიხედვით უნდა შეერჩია და არა ნაცნობობით: „რატომ არის გამონაკლისი მერებ ბერიძე, როცა არიან ადამიანები რომლებსაც მეტი გამოცდილება და მეტი შედეგები აქვთ ამ უნივერისტეტისთვის დადებული?! როცა ხელმძღვანელმა ელემენტარული კომპიუტერული ტექნოლოგიები არ იცის, კომპიუტერს ვერ რთავს და მეილს ვერ აგზავნის, ის უნივერისტეტს წინ ვერ წაწევს. ამის შედეგია, რომ უნივერისტეტის რეიტინგი თანდათან დაეცა და სტუდენტებს აქეთ გამოხედვა არ უნდათ. ვკითხე საბჭოს წევრებს მერაბ ბერიძე რა გამონაკლისის სახით იქნა დაშვებული, თუმცა, პასუხი ვერ მივიღე“.

უკვე რექტორის მოვალეობის შესრულებელი მერაბ ბერიძე არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს: "რაიმე რომ არ ყოფილიყო ლეგიტიმური, ამ შემთხვევაში არც შედგებოდა და მეც უფლება არ მექნებოდა მონაწილეობის. ქალბატონი თინა თავად მონაწილეობდა ამ ყველაფერში და თუ ლეგიტიმური არ იყო, ამდგარიყო და წასულიყო, დაეტოვებინა დემონსტრაციულად“.

რაც შეეხება მის ასაკთან დაკავშირებით გელაშვილის განცხადებას, ბერიძე ასე პასუხობს: „სხვაგვარად შევხედოთ ამ მომეტს, ყოველგვარი წესდებისა და სხვა რამის გარეშე, დღეს რამდენი 65 წელს გადაცილებული პოლიტიკოსია, რომელიც მსოფლიოს ატრიალებს?! არავის ვედრები, მაგრამ ასაკი არმგონია რამეს ნიშნავდეს. თუმცა, ეს წესდებით და ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, აბსოლუტურად კანონიერია“.

აკადემიური საბჭოს წევრის შოთა ინასარიძის განცხადებით, თინა გელაშვილის გაღიზიანება დამარცხებამ განაპირობა. რაც შეეხება საბჭოს ლეგიტიმურობას და რექტორის ასაკთან დაკავშირებულ განცხადებებს, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში და კანონის ფარგლებშია: „65 წლის ზემოთ მყოფი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ადგენს განათლების სამინისტრო. მოვიდა ცნობა, რომ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, ჩვენ ავირჩიეთ დროებით მოვალეობის შემსრულებელი და აქ ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა“.

მისივე თქმით, თინა გელაშვილს არჩევნებამდე ესაუბრა და სთხოვა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო: „არ იყო საჭირო ამ მომენტში განცხადება შემოეტანა. მოვალეობის შემსრულებელმა უნდა დაალაგო რაღაც–რაღაცეები. სხვა რომ მოვა, მან უნდა გადალაგ–გადმოალაგოს, დრო გადის, ვერ მოასწრებდა ვერაფერს. ჯობია ვინც იყო მანამდე, მან გააკეთოს და მან მიიყვანოს არჩევნებამდე საქმე“.

მისივე თქმით, თინა გელაშვილი ამ შეთავაზებას თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა: „არ ვიცი რატომ გააკეთა ასე. თინაც მოახერხებდა უნივერსიტეტში საქმეების დალაგებას, თუმცა ამას მეტი დრო დასჭირდებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც მუშაობდა, იმან გაცილებით უკეთესად არ იცის სად რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გააკეთოს?! დაამთავროს ბატონმა მერაბმა და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, არავინ უშლით“.

აკადემიურ საბჭოში აცხადებენ, რომ რექტორის არჩევნები თებერვალში ჩატარდება. ახალი რექტორიც ამავე საბჭომ უნდა აირჩიოს, რადგან იგი 2017 წლის გაზაფხულზე 4 წლის ვადითაა არჩეული. ამ ეტაპზე საბჭოში 6 წევრია. მას კიდევ დაემატება მერაბ ბერიძე, როგორც უნივერისტეტის ხელმძღვანელი და ორი წევრი იურიდიული ფაკულტეტიდან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისს უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იმავე დღეს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ვითარება, კი რომელიც რექტორის არჩევნებმა შექმნა, კანონით არ რეგულირდებოდა. სწორედ ამიტომ წესდებაში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო და აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება მიიღო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია
თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ