FM97.5 / LIVE

‘ევროპული საქართველოს’ საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.10.2017
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე შავი ფერის საღებავია შესხმული. პარტია ამაში სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებს ადანაშაულებს.

‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს

იაძის ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ საღებავშესხმული საარჩევნო მასალები „სამხრეთის კარიბჭემ“ დღეს, 11 ოქტომბერს, დილით შენიშნა.

ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მან პლაკატების დაზიანება რამდენიმე დღის წინ შეამჩნია: „ეს რიგითი მოქალაქის გაკეთებული არ იქნება. მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაკეთებული იქნება. საღებავების შესხმის ეს ერთი შემთხვევაა, დახეული და ძირს ჩამოყრილი პლაკატები კი მრავლად გვხვდება ხოლმე“.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პროვოკაციად აფასებენ: „არავის სააგიტაციო მასალას არ ვეხებით. პირიქით ხდება, ჩვენი კანდიდატების პლაკატებს აზიანებენ. ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ ხევს და საზოგადოებასაც ვაცნობებთ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე.

‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
საარჩევნო პლაკატების ომი

ბორჯომის ქუჩებს  საარჩევნო  მასალებისგან ასუფთავებენ
ვალე–ახალციხის გზაზე ვაჟა ჩიტაშვილის ბანერი ჩამოხიეს [Photo]
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს