ახალციხეში ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 11.10.2017
„ახალციხის ციხის“ ციტადელის საკონფერენციო დარბაზში საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. რეგიონულ კონფერენციას ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

სამცხე–ჯავახეთის ინკლუზიური განათლების რეგიონული კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრების ნინო ნადირაძის და ხათუნა ბალახაშვილის ორგანიზებით ტარდება.

„დღევანდელ კონფერენციაზე ვისაუბრებთ საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე. შეხვედრას ესწრება ყველა ის საგანმანათლებლო რგოლი, რომელიც ემსახურება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარებას“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრმა ნინო ნადირაძემ.

შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს ინკლუზიური განათლების კუთხით მიღებულ ცოდნას და გამოცილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა განიხილავენ გაკვეთილის ჩატარების გეგმას.

„წელს ყველა პედაგოგი ტვირთავს ბავშვის ინდივისდუალურ და 3 საგაკვეთილო გეგმას. ახალი იყო და გაუჭირდათ პედაგოგებს, ამიტომ გავაკეთებთ პრეზენტაციას თუ როგორ არის აქტივობები განაწილებული მთელი კლასის ფონზე“, – განმარტავს ნინო ნადირაძე.

ინკლუზიური განათლება სამცხე–ჯავახეთში 2009 წლიდან დაინერგა, პირველი სამიზნე სკოლა ახალციხის N5 საჯარო სკოლა იყო. ამ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთში, 204 საჯარო სკოლიდან ,ინკლუზიური განათლების სწავლების პროცესში 76 სკოლაა ჩართული, სადაც 255 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლიდან ინკლუზიური განათლების სპეციფიკა ისწავლება. დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ახალქალაქელი და ნინოწმინდელი სტუდენტები, რომლებიც მეტყველების დაქვეითების მქონე მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

კონფერეციაში მონაწილეობენ რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და მათი სპეცმასწავლებლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიურული სასწვლებლის და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტოს წარმომადგენლები. კონფერენცია ახალციხის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციაWorld Vision-ის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციას ესწრებიან მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც.

ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გადაცემა 'საფეხური' – ინკლუზიური განათლება სკოლებში [Audio]
საფეხური: ინკლუზიური განათლება [Audio]
მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის კონკურსი ცხადდება
ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში
რა გაკეთდა 2014 წელს სამცხე–ჯავახეთში განათლების კუთხით
ახალციხის სკოლების ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგები