ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.10.2017
ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაბარებისა და მუქარის ფაქტით საია დაინტერსდა და აღნიშნულზე უწყებათაშორისი კომისიასათვის მიმართავას აპირებს.

ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს

საიას გორის ოფისის იურისტი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს უკვე გაესაუბრა, რომლებმაც „ოცნების“ შტაბში მუქარა დაუდასტურეს. იურისტი ფიქრობს, რომ ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. თავის მხრივ, საია აპირებს, რომ მომხდარზე უწყებათაშორის კომისიას მიმართოს.

„ეს არის ზეწოლა და სისხლის სამართლის დანაშაული. არ შეიძლება აიძულო ადამიანი განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. დაუშვებელია აიძულო სხვა პარტიას ან კანდიდატს დაუჭირონ მხარი, ვინც მათ არ სურთ“,–აცხადებეს ქეთევან ბებიაშვილი.

საია–ში იმედოვნებენ, რომ უწყებათშორისი კომისია სათანადო რეაგირებას მოახდენს და საქმეს გამოსაძიებლად პროკურატურას გადაუგზავნის.

ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაბარებისა და მუქარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია, 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში გამგეობის, შპს–ებისა და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები დაიბარეს. მათ პარტიის რეგონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ რიგითი პარტიული შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა შტაბიდან გამოსული საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ მათ დაემუქრნენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა და მისთვის მუშაობა მოსთხოვეს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 11 ოქტომბერი [Audio]
დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება – 11 ოქტომბერი [Audio]
‘ქართული ოცნების’ დახურული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის