FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2017
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ფარგლებში, მესხეთის თეატრში დღეს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი 'კამანის გულწითელა თეთრი მტრედი' გაიმართება.

მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს

მესხეთის თეატრის ცნობით, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე აცოცხლებს ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამაღელვებელ თემას, ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას. სიუჟეტი უკვე ლეგენდად ქცეულ სოფელ კამანის დაპყრობაზეა.

"რეჟისორ სოსო ნემსაძის ის ოსტატობა, რომლის წყალობითაც ეს სპექტაკლი საინტერესო, ახლობელი და ერთი ამოსუნთქვით სანახავი გახდა მაყურებლისთვის, დატვირთულია მთელი რიგი ემოციური სცენებით. სპექტაკლის გმირები სცენაზე იხოცებიან, ცოცხლდებიან და ეს ხდება ისე, რომ მნახველი ამ სიკვდილ-სიცოცხლის მიზეზებს თანდათან, მოქმედების მსვლელობის პარალელურად იგებს, რომლის კულმინაციაც ფინალია", – აცხადებენ მესხეთის თეატრში.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს, მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი გაიხსნა თავისუფალი თეატრის სპექტაკლით „სხვების ცხოვრება“( რეჟ. ავთ. ვარსიმაშვილი).

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი 20 წარმოდგენას იხილავს. ბილეთის ფასი 5 ლარია, აბონემენტის შეძენის შემთხვევაში კი მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 2.50 ლარად შეეძლება. თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით, იქნება ორი აბონემენტი, თითოეულში 10 სპექტაკლი გაერთიანდება და ერთი აბონემენტის ფასი 25 ლარი იქნება.

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
რას ნახავს მაყურებელი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება
‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე
დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს