სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2017
დღეს, 10 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში, ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს.

ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს

დისკუსიაზე ახალციხის ყველა მერობის კანდიდატი იყო მიწვეული თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი მივიდა: ვაჟა ჩიტაშვილი – „ევროპული საქართველოდან“ და ირაკლი ბარძიმაძე – „ნაციონალური მოძრაობიდან“.

შეხვედრას რამდენიმე ადგილობრივი, სომხური არასამთავრობო როგანიზაციების წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
მერობის კანდიდატებმა თავდაპირველად დამსწრეებს თავიანთი პროგრამა გააცნეს, შემდეგ კი შეხვედრის ორგანიზატორების კითხვებს უპასუხეს.

კითხვები მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმებას ეხებოდა.

„აი ამ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აუცილებლად ვიმუშავებ არჩევნის შემთხვევაში. ხელს შევუწყობ იმას, რომ სომეხი ეროვნების ნიჭიერი ახალგაზრდები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ“,–განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა.

„ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, ეთნიკური საკითხები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მუშაობის დროს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ხვალ, 11 ოქტომბერსდისკუსია ბორჯომის მერობის კანდიდატებთან გაიმართება.

ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
დებატები ახალციხის მერობის კანდიდატებთან
ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა