სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავენ

მთავარისიახლე 11.10.2017
დღეს, 11 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფარული კანეჭისყრის საფუძველზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს. რექტორობის მსურველმა აკადემიურ საბჭოს 14:00 საათამდე უნდა მიმართოს.

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ

რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 09 ოქტომბრის N44 დადგენილებით დარეგულირდა.

„განათლების სამინისტრომ დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, ცვლილების შემდეგ აკადემიურ საბჭოს შეუძლია რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით. აქამდე ასე არ იყო, არჩევნები რომ ჩაშლილიყო, სხვა მოქმედების საშუალება არ ჰქონდა“, – განაცხადა აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ შოთა ინასარიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აკადემიურ საბჭოში ექვსი წევრია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საბჭო ფარული კენჭისყრით შეარჩევს, რექტორად ის კანდიდატი დაინიშნება, რომელიც მინიმუმ ოთხ ხმას დააგროვებს.

არჩევნები ფარული კენჭისყრის საფუძველზე დღეს, 11 ოქტომბერს ჩატარდება.

უკვე დაწყებულია განაცხადების შეტანა, თუმცა რამდენმა გამოთქვა ამ დრომდე სურვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის დასაკავებლად, უცნობია.

„ამ ინფორმაციას საზოგადოება გაიგებს მას შემდეგ, რაც დასრულდება რეგისტრაციის ვადა“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურისტმა თამარ ჟუჟუნაძემ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, წერილობითი ფორმით განაცხადი უკვე შეიტანა თინა გელაშვილმა.

„მოვალეობის შემსრულებელს მაქსიმუმ ექვსი თვე აქვს განსაზღვრული. ამ ვადაში უნდა დაკომპლექტდეს ყველაფერი და შემდეგ გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს“, – ამბობს თინა გელაშვილი.

მისივე თქმით, დაკომპლექტდება აკადემიური საბჭოც, შემდეგ კი არჩევნები ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩიხში შევიდა, სასწავლებელი ხელმძღვანელის გარეშე 3 ივლისიდან დარჩა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დასანიშნად წესდებაში ცვლილებების შეტანის თხოვნით, აკადემიურმა საბჭომ განათლების სამინისტროს დაახლოებით რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა პირველ ეტაპზე უარი მიიღო.

პასუხის მიღების შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭო შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ სამინისტროსთვის წესდება დასამტკიცებლად ხელახლა გაეგზავნა, რომლის თანახმადაც, ახალი რექტორის არჩევამდე მოვალეობის შემსრულებელი კი არ აირჩევა, არამედ დაინიშნებოდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

08.12.2017 ახალქალაქში თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა

08.12.2017 უამინდობის გამო, ახალციხეში 500 აბონენტს დენი არ მიეწოდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია
არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია
მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე