სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2017
საარჩევნო სუბიექტებისათვის კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა. სამცხე–ჯავახეთის ექვს საარჩევნო ოლქში, კანდიდატურა მერობის ორმა, მაჟორიტარობის 12–მა და პარტიული სიის 12–მა წევრმა მოიხსნა.

სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა

როგორც პარტიული სიის წევრობაზე, ისე მაჟორიტარობაზე, უარი ყველაზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა, N39–ე ასპინძის საარჩევნო ოლქში თქვა.

აქ კანდიდატურა ოთხმა მაჟორიტარმა მოიხსნა, მათგან ერთი „ევროპული საქართველოს“, სამი კი კახა კუკავას პარტიის სახელით მონაწილეობდა არჩევნებში.

კანდიდატურები მოიხსნეს:

ლავრენტი შეშაბერიძემ – „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარგავის ოლქში;
ნონა ვალიშვილმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა იდუმალის ოლქში;
რამაზ სანდროშვილმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავის ოლქში;
თამაზ ზედგინიძემ – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ძველის მაჟორიტარულ ოლქში.

გარდა ამისა, ასპინძაში, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან” კანდიდატურები მოიხსნა პარტიული სიის რვა წევრმა: გრიგორ რიჟამაძემ, თენგიზ კაპანაძემ, თემო სანდროშვილმა, გიორგი სანდროშვილმა, ნოდარ ბაბელაშვილმა, თენგიზ ფოცხვერაშვილმა, ალექსანდრე ნადიბაიძემ და ნიკოლოზ სანდროშვილმა.

პარტიული სიით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაუუქმა სიის მეორე ნომერს ბესიკ ბექაურსაც. გარდა ამისა, ასპინძაში პარტიული სია დატოვეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ალექსი აბელიანმა და გიორგი ნემსაძემ.

N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, კანდიდატურები არ მოუხსნიათ მაჟორიტარობის კანდიდატებს. აქ საკუთარ მერობის კანდიდატს არზუმან ზოროღლიანს უფლებამოსილება შეუწყვიტა პარტია „გიორგი ვაშაძე–ერთობა ახალმა საქართველომ“ .

გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაუუქმა სიის მესამე ნომერს ზურაბ ბერიძეს. ამავე პარტიის სიიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე არჩვენებს გამოეთიშა ნანა ბოჭორიშვილიც.

N36–ე ბორჯომის საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მხოლოდ ორმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიხსნა:

ალექსი პაპიძემ – „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დვირის მაჟორიტარულ ოლქში;

კლიმენტი ბერიძემ – „დიმიტრის ლორთქიფანიძე, კახა კუკავა –დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურიანის მაჟორიტარულ ოლქში;

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა – ნოდარ მიქელაძემ, რომლიც „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზანავის მაჟორიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას.

დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა ანდრანიკ კარსლიანმა მოიხნა კანდიდატურა ნინოწმინდაში.

რაც შეეხება N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქს, აქ კანდიდატურები ოთხმა მაჟორიტარმა მოიხსნა:

მკრტიჩ ვირაბიანმა – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაკის მაჟორიტარულ ოლქში;

სამველ აბრამიანმა – "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა სულდის მაჟორიტარულ ოლქში;

არმენუი მინასიანმა – „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხოსპიოს მაჟორიტარულ ოლქში;

მალხაზ აჩელაშვილმა – დამოუკიდბელმა კანიდატმა კოთელიის მაჟორიტარულ ოლქში.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა
ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
ახალციხეში 20–მა საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა მოიხსნა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში [სია]
ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული
არჩევნების შედეგები – ნინოწმინდა [სრული]