FM97.5 / LIVE

ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა

მთავარი 01.05.2013
იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში მეოთხედ, ამჯერად ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა
აღნიშნული დაავადება ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გამოვლინდა. ოჯახის ორი წევრი, 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ორსული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

ოჯახის წევრებს შორის დაავადება პირველად მამაკაცს აღმოაჩნდა. დაავადებულების დედა იხსენებს, რომ მისი ბიჭი სამ აპრილს პირუტყვს მწყემსავდა, საიდანაც სახლში დაახლოებით თორმეტი საათისთვის დაბრუნდა. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.

- ”სახლში მოვიდა და მაშინვე ლოგინში დაწვა, ძალიან ცუდად ვარო ამბობდა. მეორე დღეს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა”, - ამბობს იგი.

ამის შემდგომ ოჯახის წევრებმა დაავადებული ასპინძის საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

- ”ახალციხეშიც ვერ გაიგეს რა სჭირდა და კვირას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში წავიყვანეთ. ძალიან ცუდად იყო, ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ძალზე იშვიათი დაავადებაა და საქართველოში მეოთხე შემთხვევააო”.

24 წლის მამაკაცი საავდმყოფოდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს. თუმცა, ამჯერად წითელას ვირუსი შეხვდა და მკურნალობას ისევ ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს.

ერთი კვირის შემდეგ ცუდად მისი და, ექვსი თვის ორსული გახდა.

- ”ახალციხეში კონსულტაციაზე მიდიოდა და გზაში ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გადავიყვანეთ”.

მისი მდგომარეობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. იგი ხუთი დღის განმავლობაში კომაში იყო.

- ”მადლობა ღმერთს კომიდან გამოვიდა. ექიმები არაფერს ამბობენ. მხოლოდ ეს მითხრეს, დაავადება ძალიან მალე ვრცელდება და ფრთხილად იყავითო. ათი დღე თავზე ვადექი, ვუვლიდი და გამუდმებით ხელებს ვიბანდი”.

ექვსი თვის ორსული ამჟამად თავს კარგად გრძნობს. თუმცა, საფრთხე შესაძლოა ნაყოფს დაემუქროს.

- ”იმდენი მედიკამენტები მიიღო, შესაძლოა ნაყოფი ჯანმრთელი არ იყოს. ამიტომ გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გადაწყდეს შეუნარჩუნდება თუ არა ნაყოფი”.

ყირიმ-კონგოს ანუ ჰემორაგიული ცხელების ვირუსი ტკიპებსა და სხვა ფეხსახსრიანებში ვლინდება. ადამიანზე კი იმ შემთხვევაში გადადის, თუ მას ვირუსის გადამტანმა ტკიპამ უკბინა. ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი არ გადადის. ჰემორაგიული ცხელება ყირიმსა და კონგოში გასული წლის 40-იან წლებში დაფიქსირდა. სწორედ აქედან გამომდინარე მას ყირიმ-კონგოს ცხელება უწოდეს. საქართველოში ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები 80-იან წლებში აღმოაჩინეს. საქართველოში ეს ვირუსი პირველად 2009 წელს გამოვლინდა.

დაინფიცირების ალბათობა მაღალია, დაავადებულთა 40 % კი ლეტალურად მთავრდება.

რას ამბობენ ექიმები და როგორ წარიმართება მკურნალობის პროცესი ”სამხრეთის კარიბჭე” 6 მაისის ნომერში შემოგთავაზებთ.

[ნინო ზედგინიძე, ასპინძა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
არალში ყირიმ-კონგოს დაფიქსირების შემდეგ, საქონელს ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით ამუშავებენ