სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვინ სად გააგრძელებს მუშაობას გაუქმებული მუნიციპალიტეტებიდან – კომისიამ შეფასებები დაასრულა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 10.10.2017
ახალციხის მერია და გამგეობა, როგორც ცალ–ცალკე ადმინისტრაციები, არსებობს ბოლო დღეებს ითვლის; პარალელურად, მუშაობის ბოლო დღეებს ითვლიან უწყებაში დასაქმებული თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს გასაუბრებები,თუმცა, სად და როგორ გააგრძელებენ მუშაობას, ჯერ ამის შესახებ არაფერი იციან.

ვინ სად გააგრძელებს მუშაობას გაუქმებული მუნიციპალიტეტებიდან – კომისიამ შეფასებები დაასრულა

მას შემდეგ, რაც ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოეხსნა და იგი ახალციხის თემთან გაერთიანდა, თემსა და ქალაქში გაერთიანებისთვის საჭირო არაერთი პროცედურა დაიწყო. გაერთიანების კრიზისი უწყებების თანამშრომლებსაც შეეხო. იმის დასადგენად, ვის შეეხებოდა მობილობა, ანუ, ვინ გააგრძელებდა მუშაობას უკვე გაერთიანებული თემისა და ქალაქის თვითმმართველობაში, გაუქმებული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს გასაუბრება უნდა გაევლოთ.
საქართველოს მთავრობის დადგენილება, N417, 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის შესახებ, 1 სექტემბერს გამოქვეყნდა. დადგენილებაში ნათქვამი იყო, მოხელეთა შესაფასებლად მერიაშიც და გამგეობაში, სპეციალური კომისია უნდა შექმნილიყო.

ახალციხის მერიაშიც და გამგეობაშიც, კომისია, რომელიც თვითმმართველობის თანამშრომლებს აფასებდა, ხუთ–ხუთი კაცისგან დაკომპლექტდა. ორივე კომისიაში ორი წევრი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ორი თვითონ უწყების (მერიაში მერიის და გამგეობაში გამგეობის) და ერთი არასამთავრობო სექტორიდან. ორივე უწყებაში კომისიას სამხარეო–ადმისნიტრაციის თანამშრომელი ხელმძღვანელობდა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომისიებს მუშაობა არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა დაესრულებინათ. ახალციხეში, მერიაშიც და გამგეობაშიც, გასაუბრება სამ–სამ დღეს გაგრძელდა, 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.

კომისია თანამშრომლებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდა, მათ შორის, მოხელის ფუნქციები, კომპეტენცია, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ–ჩვევები. კომისიის წევრები თითოეული მოხელის შესახებ შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებდნენ: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

გამგეობაში გასაუბრება 60–მა, მერიაში კი 62–მა თანამშრომელმა გაიარა. კომისიის წინაშე არ წარმდგარან შპს–ების და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები.

გასაუბრების შედეგები, მერიიდანც და გამგეობიდანაც, უკვე გაიგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. თუმცა, ამ 122 თანამშრომლიდან რამდენი მოხელე რა შეფასებას დაექვემდებარა, ეს ინფორმაცია გასაჯაროებას არ ექვემდებარება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიხსნიან, რომ გასაუბრების შედეგები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და კონკრეტული პირების თანხმობის გარეშე მას ვერ გაასაჯაროებენ, გარდა ამისა, სამინისტრო მხოლოდ გამტარია ამ ინფორმაციის და არანაირი უფლება არ აქვს, შედეგებში რაიმე კორექტივები შეიტანოს: „ეს ინფორმაცია ჩვენგან საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა გადაეგზავნოს. და ასევე, ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება იმისათვის, რომ თუ ვინმე ვერ დასაქმდება ახალჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში, ის რეზერვში გვყავდეს“.

ვინ აღმოჩნდება რეზერვში და ვინ დაექვემდებარება მობილობას, ამ ეტაპზე არავინ იცის. თავად ის ადამიანები, ვინც გასაუბრება გაიარეს, კომისიის მხრიდან რაიმე ტიპის მიკერძოებაზე არ საუბრობენ და რაიმე პროგნოზიც უჭირთ. ისინი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ განაწყენებას მოერიდნენ, მაგრამ, რა ბედი ელით მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდება, ამაზე ლაპარაკიც უჭირთ.

მათგან განსხვავებით, მოხელეთა შერჩევის ეს წესი პრობლემურად მიაჩნიათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. უწყებაში ამბობენ, რომ შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება და შეფასების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და აჩენს სუბიექტური გადაწვეტილების მიღების რისკს: „რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას მნიშვნელოვნად შეაფერხებს“.

საიაში ამბობენ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით: „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით“.

შესაბამისად, უწყების განცხადების მიხედვით, მობილობის განხორციელებისათვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას მიუხედავად მისი შეფასების შედეგებისა.

იქნება თუ არა გადაწყვტილებები სუბიექტური და 122 თანამშრომლიდან, ვინ გააგრძელებს მუშაბას, ახალშექმნილ, უკვე, ერთ, – ახალციხის მერიის თვითმმარელობაში, სულ მალე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. საბოლოო გადაწყვეტლება, კომისიის შეფასებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა უნდა მიიღოს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

08.12.2017 ახალქალაქში თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა

08.12.2017 უამინდობის გამო, ახალციხეში 500 აბონენტს დენი არ მიეწოდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მერიასა და გამგეობაში  გასაუბრებები დასრულდა
გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას გაივლიან
ადიგენის გამგეობაში 28 თანამშრომლიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა მიიღო
რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
ახალციხის მერიაში გასაუბრება ერთმა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის მერიაში გასაუბრება დაიწყო