სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიასა და გამგეობაში ქონების აღწერა დასრულდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 09.10.2017
ახლაციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამგეობაში ქონების აღწერის მიზნით შექმნილმა კომისიებმა მუშაობა დაასრულეს.

ახალციხის მერიასა და გამგეობაში ქონების აღწერა დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მერიაში ქონების აღწერა დაასრულდა. გამგეობის საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის გურამ მელიქიძის თქმით, კომისიამ მუშაობა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში, პირველ ოქტომბრამდე დაასრულა და გამგეობის ყველა ქონება უკვე აღწერა.

„კომისიამ აღწერა როგორც გამგეობის უძრავ–მოძრავი ქონება, ასევე გავედით სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში. შევკრიბეთ ყველა დოკუმენტი, აღვრიცხეთ და როდესაც ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება, კომისია ამ ნუსხას უკვე მას გადასცემს“, – განმარტავს გამგებლის მოადგილე და კომისიის წევრი გურამ მელიქიძე.

საინვენტარიზაციო კომისია, რომელშიც გამგეობის თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენელი შედიოდა, 10 კაცისაგან იყო დაკომპლექტებული,

საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა ახალციხის მერიაშიც, სადაც ასევე სხვასხვა სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. კომისიას მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„დადგენილებით განკუთვნილ ვადებში ჩავეტიეც ჩვენც და აღვწერეთ მერიის ქონება. კომისიაში ცხრა კაცი შედიოდა, თუმცა სამუშაოებში ყველა თანამშრომელი იყო ჩართული“,–გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ და მერის მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება (№416) მთავრობამ 31 აგვისტოს გამოსცა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში ქონების აღწერის მიზნით კომისიები შეიქმნა
გაუქმებული მუნიციპალიტეტების უძრავ-მოძრავი ქონება ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ქონების გაყოფისთვის ემზადებიან
მერიასა და გამგეობაში  გასაუბრებები დასრულდა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღწერა და ნუმერაცია დაიწყება
ახალციხის გამგეობაში გასაუბრების პირველ ეტაპს 20 კონკურსანტი გაივლის