სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 09.10.2017
ახალციხის ბაღების შემოწმება დასრულდა, მაგრამ, რამ გამოიწვია აღსაზრდელების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ისევ უცნობი რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოთხი ანალიზიდან ორმა დაავადება – შიგელოზი აჩვენა და შემოწმებული ოთხი ბაღიდან ერთს სანიტარული ნორმების დარღვევა დაუდგინდა.

რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ

სექტემბერში, ახალციხის ბაგა–ბაღებში ბავშვების შეუძლოდ ყოფნის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა განავლის ანალიზი ოთხი აღსაზრდელისგან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ოთხიდან ორს შიგელოზის დიაგნოზი დაუსვეს.

(შიგელოზი არის მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე ანთროპონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს Shigella-ს გვარის ბაქტერიები. ყველაზე უფრო ხშირი გადაცემის ფაქტორებია: საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და მისი ნაწარმი, ბოსტნეული და ხილი; წყალი; საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ჭურჭელი, სათამაშოები); ბუზები, რომელთაც თავისი სხეულით და ფრთებით ადვილად გადააქვთ შიგელოზის ბაქტერიები Fc-დან საკვებ პროდუქტებზე).

მომხდარის შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის ოთხი ბაღი (N1,N5,N6,N4 ) შეამოწმა. აქედანერთ, N1 ბაგა–ბაღში დარღვევა დაფიქსირდა.

„არცერთ ბაღს არ შეჩერებია საწარმოო პროცესი. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლენილი არ არის“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სანიტარული დაღღვევები ბავშვების დაავადებასთან კავშირში არ არის.

„ნორმები იყო დარღვევული, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომ ბავშვები მოხვდნენ საავადმყოფოში“, – განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ნებრიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ბაგა–ბაღის სამზარეულოში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ეს საკითხი მოგვარებულია.
მიუხედავად კვლევის ამ შედეგებისა, რა გახდა ბავშვების მასობრივი დაავადების მიზეზი, ახალციხის ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრში პასუხის გაცემა უჭირთ.

„წარმოდგენაც კი არ მაქვს რა იყო ბოლო–ბოლო, თავიდან ვირუსულიც იყო. შეიძლება ვიღაც მტარებელია, სათამაშოსთან ან სხვა ნივთთან შეხება ჰქონდა და გადაედო ბავშვებს. შიგელოზი ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა“, – ამბობს ფატი ხაბულიანი.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბრიდან ოთხი დღის განმავლობაში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეიყვანეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას, ორი დღის განმავლობაში, 40 მდე პაციენტმა მიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2017 აპლიკაცია ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად

18.10.2017 რამდენი და როგორი ბიულეტენი გადაეცემა ამომრჩეველს

18.10.2017 სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია

18.10.2017 სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 213 უბანი გაიხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია
ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს
ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო
ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა