სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ქალები პოლიტიკაში

მთავარიარჩევნები, საზოგადოება 09.10.2017
სამცხე–ჯავახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის 329 კანდიდატიდან, 39 ქალია. მათი ნაწილი პოლიტიკაში ახალი სახეა, ნაწილი კი წლებია პოლიტიკაშია.

ქალები პოლიტიკაში

21 ოქტომბრის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ყველა ქალი მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის მიერაა წარდგენილი. მამაკაცებთან შედარებით, მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა. ქალები, მაჟორიტარ დეპუტატთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12% – ს შეადგენენ.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ექვსმა პარტიამ წარადგინა. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

საარჩევნო სუბიექტი ქალების მოლოდინები იდენტურია. ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეეცდებიან საკუთარი ინიციატივები დაიცვან და ადგილობრივ თვითმმართვეობაში მათ ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენონ.

რაოდენობრივად, სამცხე–ჯავახეთში, ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკმა „ევროპული საქართველო“ წარადგინა. პარტიას, რეგიონის მასშტაბით 17 ქალი კანდიდატი ჰყავს.

ქალები პოლიტიკაში ეკა ტატალაშვილი „ევროპულსაქართველოს“ წინასაარჩევნოდ შეუერთდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში კენჭს ახალციხის #2–ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის. იგი წლების განმავლობაში ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობდა. ამბობს, რომ დაკავებული პოზიციიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ შეეძლო, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში ეკა ტატალაშვილი მუშაობის დაწყებას რამდენიმე საკითხის მოგვარებით აპირებს. მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ამბობს, რომ მისი ინიციატივა ახალციხის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იქნება, რითაც ადგილობრივებისათვის სამუშაო ადგილები გაჩნდება. მის სამოქმედო გეგმაში შედის ასევე სასმელი, სარწყავი და საკანალიზაციო სისტემის, შიდა და მთამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება: „თუ უმცირესობით ვიქნები საკრებულოში, აუცილებლად ავიმაღლებ ხმას, რომ ბიუჯეტი იყოს სწორად დაგეგმილი“.

ქალები პოლიტიკაში რეგიონის მასშტაბით 7 ქალი კანდიდატი წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მარინა ირიციანი, რომელიც 2013 წლიდან პარტიაშია და კენჭს ახალციხის #1–ელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის, ამბობს, რომ ოლქის შემადგენლობაში შედის რაბათის ტერიტორიაც, სადაც არაერთი პრობლემაა: დასახლებაში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რიგ უბნებში არ არის განათება, ბაგა–ბაღი.

კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოს შემადგენლობაში არსებული გენდერული დისბალანსი მისთვის პრობლემა არ იქნება: „ასე მგონია, რომ მთავარია ადამიანს შენი საქმე გიყვარდეს და ეკიდებოდე დიდი პასუხისმგებლობით. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესსა და ეროვნებას. თუმცა აქვე ვთვლი, რომ ქალს მეტი შეუძლია, იგი უფროგულისხმიერი, პასუხისმგებლიანი და გამჭრიახია“.

ხუთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. მათგან ერთ–ერთი ზოია ბალიაშვილია, რომელიც კენჭს ასევე ახალციხის #1–ელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა, თუმცა სკოლაში მასწავლებელია და ამბობს, რომ ახალციხის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს: „პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო და პარტიამაც ნდობა გამომიცხადა“.

ქალები პოლიტიკაში ზოია ბალიაშვილი ამბობს, რომ „ახალციხეში ბევრი რამე გაკეთდა: თუმცა პრობლემად რჩება წყლის სისტემა, ასევე ბაგინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის მონაკვეთის დაგება. არის რიგი ქუჩები სადაც გასაკეთებელია განათება, ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება“.

საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივები აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ნანა ბაღდოშვილს. იგი იმ სამ ქალ კანდიდატს შორისაა, რომლებიც პარტიამ რეგიონის მასშტაბით დაასახელა. ბაღდოშვილი კენჭს ვალის მაჟორიტარულ ოლქში იყრის და მისი გეგმაც ვალის განვითარებას ეხება: „ვალეში კერძო მეწარმეები საკმაოდ გვყავს, ისინი აწარმოებენ პროდუქციას, მაგრამ მათი რეალიზაცია არ ხდება. ამიტომ მინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შევიტანო ინიციატივა შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბების, ამ სამსახურმა უნდა დაუზუსტოს ყოველი ნაბიჯი მეწარმეს. სად გაიტანს, რა ფასში ჩააბარებს პროდუქციას და ა.შ“.

კანდიდატს გააზრდებული აქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მუშაობა გენდერულ უმცირესობაში მოუწევს: „ხშირად მეკითხებიან, რა მინდოდა პოლიტიკაში, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე პოლიტიკაში ახლა არ მოვსულვარ, 2010 წლიდან „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ვიყავი. მინდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ბევრი ქალი შემოუერთდეს“.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველომ“ ხუთი კანდიდატი წარადგინა, – სამი ბორჯომში, ერთი ადიგენში, ერთი კი ახალქალაქში. ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს „ლეიბორისტულ პარტიას“, რომელიც კენჭს ბორჯომში იყრის.

ცესკოს მონაცემებით, 2017 წლის არჩევნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი ქალი კანდიდატები მხოლოდ 16% შეადგენენ. ეს რიცხვი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებტან შედარებით, მხოლოდ 1%–თაა გაზრდილი.

ქალ კანდიდატებს არჩევნებზე, ქალი ამომრჩევლების იმედი აქვთ, რომელთა რიცხვი დაახლოებით 54%–ია, რადგან, მათი თქმით, ქალ პოლიტიკოსთა მიმართ ქალები უფრო სოლიდარულები არიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

ქალები პოლიტიკაში
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

08.12.2017 ახალქალაქში თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა

08.12.2017 უამინდობის გამო, ახალციხეში 500 აბონენტს დენი არ მიეწოდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
1 ქალი და 34 მამაკაცი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება
ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში