სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ილია მეორემ მრევლს ერთი დღე–ღამე ლოცვისკენ მოუწოდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2017
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით,შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

ილია მეორემ მრევლს ერთი დღე–ღამე ლოცვისკენ მოუწოდა

"გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. მე ძალიან მომწონს შემოთავაზებული წინადადება. თან ძნელი არ არის, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები _ მადლობის ლოცვა, წმინდა სამების, იესოს, ღვთისმშობლის და სხვა ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. აი დავუშვათ დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე მორიგეობით წაიკითხავენ ლოცვებს და გვარის შესაწირავი იქნება სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. მე ვფიქრობ, ეს მოიტანს საოცარ შედეგს, რომ გაძლიერდეს სიყვარული ხალხში, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა", – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს პატრიარქმა.

მისი თქმით, მოკლე ხანში მოამზადებენ ლოცვებს, რომელიც ადამიანს სულიერ კიბეზე ასვლაში დაეხმარება: "ხშირად მეკითხებიან, აი ამ ორმოცი წლის მანძილზე თუ რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა, შვიდგზის ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და იგი სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, მაგრამ ალბათ მარტო დალოცვა არ არის საკმარისი. უნდა გძალიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება, ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან".

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საქართველოს საპატრიარქო სამი ცხვრის შეწირვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
პატრიარქის კურთხევით, სამი დღე თევზით ხსნილი იქნება
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ
ილია II: გააძლიერეთ ლოცვა, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის
პატრიარქი მრევლს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს
ილია მეორე: ადამიანს ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთს, რომლის ტარებაც შეუძლია [Video]