სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.10.2017
რაბათის კათოლიკური ტაძრის რეაბილიტაციიდან ხუთი წელი გავიდა. კათოლიკე მრევლმა წმიდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა.

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

რაბათის კათოლიკური ტაძრის დღესასწაულს, მრევლი 2012 წლიდან, ყოველი წლის 7 ოქტომბერს აღნიშნავს. იგი სავარდის ღვთისმშობლის სახელს ატარებს.

სადღესასწაულო ლიტურგიისთვის, რაბათში, კათოლიკე მორწმუნეები სხვადასხვა სამრევლოებიდან შეიკრიბნენ. საზეიმო წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მისი განმარტებით, "სავარდზე" იგივე კრიალოსანზე ლოცვას თითოეული კათოლიკესთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ამ დროს, მორწმუნე ღვთისმშობლისადმი ლოცვას, კრიალოსანის ყოველ მარცვალზე ანუ ორმოცდაათჯერ იმეორებს.

ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოულოცა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღსასწაულად გამოაცხადა.

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
კათოლიკე ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში