FM97.5 / LIVE

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2017
ახალციხის ციხეზე, ქართულ–პოლონური პროექტის "ბედნიერები ერთად" ფარგლებში ფესტივალი მოეწყო. მის მიზანს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]
ფესტივალი, სახელწოდებით, "იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად" 7 ოქტომბერს, ახალციხის ციხეზე გაიმართა. შშმ პირებმა მაყურებელს რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. სასიმღერო და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს პოლონეთიდან ჩამოსულმა ანსამბლებმაც.

საზეიმო კონცერტის პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მასტერკლასები და საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

ფესტივალის მიზანს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე ინკლუზიური სკოლების, სარეაბილიტაციო და საინტეგრაციო ცენტრების აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ.

ფესტივალისთვის ახალციხეში ჩამოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი. ღონისძიებას ახალციხის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ახალციხის ციხეზე ღონისძიება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მოეწყო. მას კოორდინირება "ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის, (კამილიელების) ფილიალმა" გაუწია.

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება
ახალციხის ციხეზე ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა [Photo]
7 ოქტომბერს ახალციხეში შშმ პირები ფესტივალს გამართავენ
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში  ფესტივალი „მზიანი საქართველო“  ჩატარდა
ახალციხეში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა [Photo]
პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე  ტრენინგებს ატარებენ