სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პარტიული შეხვედრა თუ ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

მთავარისიახლე, არჩევნები 07.10.2017
ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში, დღეს, 7 ოქტომბერს, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები შეკრიბეს. შეხვედრას „ოცნებამ“ რიგითი, სამუშაო შეხვედრა უწოდა, თუმცა, დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ მათზე ზეწოლა იყო და ისინი „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაზე გააფრთხილეს.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

ასპინძის „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციასთან, ხალხმა შეკრება დღეს, 7 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან დაიწყო. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პარტიის მხარდამჭერები იყვნენ და პარტიულ შეკრებაზე მოვიდნენ.

იგივე გვითხრა „ქართული ოცნებიდან“ ასპინძის მერობის კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ: „ყოველთვის მაქვს ასეთი პარტიული შეხვედრები, არაოფიციალურია და ჩვენი წევრები არიან, არც არავის ველოდებით, მე უნდა გავესაუბრო“.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

თუმცა შეხვედრაზე რომ მხოლოდ მაგრაქველიძე არ იქნებოდა, ამას ადგილზე მისული აქტივისტები ამბობდნენ. ისინი ხმამაღალ კომენტარებს ერიდებოდნენ, პირად საუბრებში კი აცხადებდნენ, რომ „დაიბარეს და მოვიდნენ, თუმცა ვის უნდა შეხვედროდნენ და რა თემაზე ესაუბრათ, არ იცოდნენ“. მათ ბოლო პერიოდში, „ოცნების“ შტაბში, სათათბიროდ, არც ასეთი მასშტაბური შეკრება ახსოვდათ.

მალე შტაბში პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ რეგიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე გამოჩნდა. იგი შეკრებილებს ორ ჯგუფად, ცალ–ცალკე შეხვდა, – თვითმმართველობის თანამშრომლებს ცალკე და აქტივისტებს ცალკე. შეხვდრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო
„ქართული ოცნების“ რეგიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე


შეხვედრის დამსწრეთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეები, თვითმმართველობის და შპს–ებისა ააიპ–ების თანამშრომლები, რომლებიც შტაბში ისე ჩუმად შეიყვანეს, რომ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს არ დაენახათ. თუმცა, რამდენიმე მათგანი, შტაბიდან გამოსული, მაინც მოხვდა ჩვენს ობიექტივში, მათ შორის, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი ნუგზარ ელიზბარაშვილი. მან შეხვედრა, პროტესტის ნიშნად, ხმაურით დატოვა თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო
ნუგზარ ელიზბარაშვილი


ელიზბარაშვილი ერთადერთი არ ყოფილა, მათ შორის, ვინც შეხვედრა დატოვა. ასევე მოიქცა სოფელ ორგორა–სახუდაბელში გამგებლის წარმომადგენელი ზურაბ ნარიმანიძეც. მან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონების დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ჩამოსვლის მიზანი საჯარო მოხელეებზე ზეწოლა იყო: „მისი საუბარი პირდაპირ იყო მუქარა, გვეუბნებოდა, რომ პარტიის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძეა და ყველამ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა, მხოლოდ 41 და „ოცნების“ კანდიდატია თქვენთვის მთავარი და არავითარი სხვა, თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატი ჩვენი პარტიიდან“.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განუცხადეს, რომ რასაც გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე დაავალებდნენ, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო ასპინძაში: „გვეუბნებოდნენ, რომ თუ კალაძე–კვირიკაშვილის დავალებით არ ვიმოქმედებდით და მათ კანდიდატზე არ ვიმუშავებდით, მაშინ სხვადასხვა რეგიონებიდან 5000 კაცს ჩამოიყვანდნენ. თუმცა, ეს ხალხი რისთვის მოჰყავდათ და რას დაგვიშავებდნენ, არ უთქვამთ. აღარ მინდოდა მათი მუქარის მოსმენა, ავდექი და წამოვედი“.

შეხვედრაზე ზურა ნარიმანიძესთან ერთად იყო კიდევ ერთი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში ზურა შავაძე. შეხვედრაზე თავდაპირველად დაპატიჟეს, თუმცა ბოლოს აღარ შეუშვეს დაბა ასპინძის რწმუნებული თეიმურაზ ბერიძე.

„შეხვედრაზე მისულს მითხრეს, რომ საჭირო არ ვიყავი და ცხვირწინ მომიხურეს კარი“, – ამბობს იგი.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

გამგებლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შეხვედრაზე ძირითადად ისინი დაიბარეს, ვინც ასპინძის მოქმედი გამგებლის, არჩევნებში მონაწილე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის მხარდამჭერები არიან.

ისინი, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ შესვლის წინ ჩხრეკდნენ და ტელეფონებს გარეთ ატოვებინებდნენ.
გამგებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები არიან, თუმცა მხარს არა, პარტიის მერობის კანდიდატს როსტომ მაგარაქველიძეს, არამედ, დამოუკიდებელ კანდიდატს ლევან ცაბაძეს უჭერენ, რომელიც ასევე „ოცნების“ წევრია და პარტიის დატოვებას არც აპირებს.

„ჩვენ ვიცით, რომ როსტომ მაგრაქველიძის გვერდით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან, მექრთამეები, კორუმპირებულები და „ოცნების“ ნამდვილი წევრების, ვინც 2012 წლიდან პარტიის გვერდით ვართ, გარიყვა უნდათ. ასე გაუკეთეს ცაბაძესაც, ამიტომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით“, – გვითხრა გამგებლის წარმოამდგენელმა სოფელ ივერიაში ზურაბ შავაძემ.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

„ოცნების“ შტაბში დღევანდელ შეხვედრას საკუთარ მხარდამჭერებზე მუქარად და ზეწოლად აფასებს ლევან ცაბაძეც.

„ეს თუ მუქარა და ზეწოლა არ არის, აბა რა არის?! მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მე ეს ადამიანები ზეწოლის ქვეშ მყავს, შეცდომაში არიან შეყვანილი „ოცნების“ ცენტრალური შტაბის წევრები და ამან გამოიწვია ალბათ მათი აქ ჩამოსვლა და მათი გაუგებარი და მუქარის შემცველი საუბარი. ესენი მე, როგორც კანდიდატს მიჭერენ მხარს, თორემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან“, – ამბობს ლევან ცაბაძე.

ცაბაძე ამბობს, რომ მან შეხვედრის შესახებ დღეს დილით გაიგო. თავდაპირველად იცოდა, რომ ასპინძაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურა ალავიძე უნდა ჩამოსულიყო და გამგეობაში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე უნდა ესაუბრათ: „მე ჩემი თანამშრომლები გავაფრთხილე კიდეც და ვუთხარი, რომ გამგეობაში მინისტრი უნდა გვენახა. როგორც აღმოჩნდა, ეს თანამშრომლები ბოლოს შტაბში წაიყვანეს და არც მინისტრი ჩამოსულა“.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

შეხვედრების დასრულების შემდეგ სამხარაძემ განაცხადა, რომ ეს რიგითი, პარტიული შეხვედრა იყო: „ასეთ შეხვედრებს ჩვენს აქტივისტებთან ყველა შტაბში ვატარებთ, ესეც რიგითი შეხვედრა იყო“.

პარტიული შეხვედრა თუ  ზეწოლა – ასპინძა ორ ბანაკად გაიყო

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს
ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა

ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
მუქარისა და ზეწოლის ფაქტები სამცხე–ჯავახეთში
„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
წინასწარი შედეგებით, ასპინძაში 'ოცნების' კანდიდატი ლიდერობს