სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘სისხლიანი აშენებული რაბათი არავის უნდა’ - კამათი მერობის კანდიდატების დებატებზე [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2017
ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწყებულ და აღარ გაგრძელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი, ცხარე კამათში გადაიზარდა. დავა ახალციხის ციხის მშებელობის თანხებმა გამოიწვია.

‘სისხლიანი აშენებული რაბათი არავის უნდა’ - კამათი მერობის კანდიდატების დებატებზე [Video]

ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გუშინ, 6 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართა. დებატებს ოთხი კანდიდატი ესწრებოდა: N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“; N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

კანდიდატებს ქალი ამომრჩევლები შეახვედრეს, ისინი მათ კითხვებს პასუხობდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, კითხვები ქუჩის ძაღლების, სასმელი და სარწყავი წყლისა და კანალიზაციის, ასევე დასაქმებისა და გამწვანების პრობლემებს ეხებოდა.

დებატებზე, ირაკლი ბარძიმაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაკეთებულ ინფრასტრუქტურულ პროქტებსა და გაზრდილ ბიუჯტზე ისაუბრა.მან განაცახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დაწყებული პროექტები არ დაასრულა: „ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა„ახალციხის ციხე“, მაგრამ ვერ დასრულდა; ტბა, ჩვენდა სამწუხაროდ, გადაეცა ხელისუფლებას, რომელმაც აღარ გააკეთა, გააფუჭა და გაავერანა“.



საპასუხოდ, ბარძიმაძეს, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ფურცელზე ამობეჭდილი იმ პირების სია აჩვენა, რომელთაც მილიონებად მიჰყიდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული დანგრეული შენობები, აღნიშნული თანხით კი ახალციხის ციხე ააშენეს.

„არ მინდოდა ამ საუბარში ჩავრთულიყავი, რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა, მაგრამ იძულებული გავხდი. რამდენჯერმე ვუთხარი ბატონ ირაკლის, რომ ეს საუბარში შორს წაგვიყვანდა. სწორი მენეჯმენტით გავზარდეთ მინიმუმ ოთხჯერ ბიუჯეტი და ამით ავაშენეთ გზებიც და წყლებიც. ნაცნობი ორგანიზაციებია თქვენთვის, თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები წაიღოთ და ადვოკატირება გაუწიოთ, ისინი დღესაც ჩივიან. ისინი უჩივიან „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისათვის, რომ ისინი დაატერორეს, დააყაჩაღეს და შესაბამისად, ძალით, 10–ლარიანი ობიექტი მილიონად მიჰყიდეს. კარგია რომ ააშენეთ, მაგრამ სისხლიანი აშენებული რაბათი არავის უნდა“, – უპასუხა ზაზა მელიქიძემ.

„რაბათის ფონზე, რა უნდა გააკეთოთ თქვენ ისეთი, რომ გადაწონოს?! ვერაფერს ვერ გააკეთებთ. რომ გამოხვალთ გარეთ, რა გეცემათ თვალში დღეს? რაბათი და სუფთა ლამაზი ქალაქი ხომ?! როდის გაკეთდა, ვისი მეშვეობით გაკეთდა, ეს არის მნიშვნელოვანი და არა ეს ფურცელი, რომელიც მოძრაობს სადაც წავედი. თუ მე დამაბრალებენ ამას, მე უდიდეს მადლობას გადაგიხდით ბატონო ზაზა, რომ მე ვიქნები ერთ–ერთ ავტორი რაბათის ციხის მშენებლებს შორის, მაგრამ რამდენად მერგება ეს პატივი არ ვიცი“, – გამოეპასუხა დისკუსიას ვაჯა ჩიტაშვილი, რომელიც ახალციხის ციხის მშენებლობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

დისკუსიაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანის“ მერობის კანდიტატი ჯუმბერ ინასარიძეც ჩაერთო, რომელმაც ყველას მიმართა, რომ რაც გაკეთდა ახალციხეში, ორივე ხელისუფლების დროს, ეს ხალხის ფულია, ამაზე არავინ უნდა იკამათოს და არც ხალხი უნდა იხდიდეს მადლობას მათი ფულით გაკეთებული საქმეების გამო.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში 2011-2012 წლებში აუქციონის წესით ათზე მეტ სოფელში ათი ათასობით ლარად არა ერთი ნახევრადდანგრეული შენობა გასხვისდა. ქონება აუდიტს შეფასებული ჰქონდა რეალურ თანხად, თუმცა, ბიზნესმენებს და ფიზიკურ პირებს გადახდილი აქვთ გაცილებით დიდი თანხები. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია, ან ერთი ფიზიკური პირი იღებდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალციხის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მუნიციპალიტეტის თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
არჩევნების შედეგები – ახალქალაქი [სრული]
არჩევნების შედეგები – ბორჯომი [სრული]
სამცხე–ჯავახეთში მერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი გამოეთიშა