სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სასამართლომ ასპინძის გამგებლის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, სამართალი 06.10.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, N39-ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის საჩივარი ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის წინააღდეგ, არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ასპინძის გამგებლის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.
მოსამართლის განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, არ დგინდება, რომ უშუალოდ ცაბაძემ დაავალა ააიპ–ების თანამშრომლებს მის მხარდამჭერთა სიაში ხელი მოეწერათ.

„50% პროცენტი ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში მართლაც ააიპ–ების თანამშრომლების ხელმოწერებია, მაგრამ მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მათ ეს უშუალოდ ცაბაძემ დაავალა. ამ ააიპ–ების თანამშრომლებს შეეძლოთ რომ მისულიყვნენ და მათი სურვილის მიხედვით ხელი მოეწერათ“, – განაცხადა ჯეირანაშვილმა.

გაასაჩივრებს თუ არა ასპინძის საოლქო კომისია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ რომ ლევან ცაბაძის მიერ ადმინისტრაციული რესურისი შესაძლო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველომ“ მიმართა. საჩივარი საოლქო კომისიამ 21 სექტემბერს განიხილა.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ლოლაძის განცხადებით, ცაბაძის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნა სამსახურეობრივი მდგომარეობა.

საოლქო კომისიამ ცაბაძეს აღნიშნულზე სამართალდარღვევის ოქმი (N100081) შეუდგინეს. რომლის მიხედვითაც ცაბაძემ საარჩევნო კოდექსის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაარღვია, რაც გულისხმობს „ სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას“. ამავე კოდექსით აღნიშნული დარღვევა 2 000 ლარით ჯარიმდება.

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძის საოლქო კომისიამ ასპინძის გამგებელი სამართალდამრღვევად ცნო
გაასაჩივრებენ თუ არა ასპინძის გამგებლის საქმეს სააპელაციოში უცნობია
ასპინძის საოლქო გამგებლის საქმეს სააპელაციოში არ ასაჩივრებს
„მრავალეროვანმა საქართველომ“ ასპინძის გამგებელს ცესკოში უჩივლა
ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა
ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში
დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის  ააიპ–ების თანამშრომლები