FM97.5 / LIVE

ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.10.2017
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში დაზიანებულ ასფალტს ის კომპანია აღადგენს, რომელმაც აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დააგო.

ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო

ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ივლისტის გზაზე დაზიანებული მონაკვეთები რამდენიმე დღის წინ ამოჭრეს, მისი დატკეპვნის შემდეგ, კი ასფალტს დააგებენ.

„ღრმად არის ამოჭრილი დაზიანებული მონაკვეთები და შიგ ხრეშია ჩაყრილი, ველოდებით რომ დაიტკეპნოს, შემდეგ კომპანია ასფალტის დაგებას დაიწყებს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ნოდარ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ივლიტაში ერთი წლის წინ 1 178–მეტრიან მონაკვეთზე დაგებული ასფალტი რამდენიმე ადგილზე დაზიანდა.

ადგილობრივები აღნიშნულ გაზაზე მძიმეწონიან მანქანების მოძრაობას და არახარისხიანად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობდნენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი არ გამორიცხავენ, რომ გზის ასე მასშტაბური დაზიანება გრუნტის წყლებმა გამოიწვია.

სოფელ ივლიტაში ასფალტი შპს „არალმა“ გასული წლის სექტემბერში დააგო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 257 640 ლარად შეასრულა, ტენდერი 315 345 ლარზე იყო გამოცხადებული. გზასთან ერთად გაკეთდა სანიაღვრე არხებიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა
ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა
ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე
ვინ უნდა შეაკეთოს რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი