ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.10.2017
ასპინძაში, 80–მდე ოჯახი, რომლებიც ერკოტიდან წლების წინ დაბაში ჩამოასახლეს, ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს.

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ

20–მდე ადგილობრივი, გუშინ, 3 ოქტომბერს, ერკოტის მთაში შეიკრიბა, სადაც ახლა მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 80–მდე ოჯახი აქედან, 1945 წელს დაბა ასპინძაში ჩაასახლეს, ერკოტამ სოფლის სტატუსიც ამ დროს დაკარგა და საზაფხულო მთად იქცა. ახლა აქ ასპინძელები მხოლოდ ზაფხულობით მიდიან, თუმცა, ნასოფლარში აქვთ სამეურნეო სავარგულები და ახლა სწორედ მათ დაკანონებას ითხოვენ.

„ამბობენ, გაიყიდა ეს ტერიტორია უცხოელებზე და მომავალ წელს აღარაფერს დაგათესინებთ და აღარც შემოგიშვებთო, ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი მამა–პაპისეული მიწები ჩვენი საკუთრება გახდეს“, – გვეუბნება ზურა ბერიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არაერთელ მიმართეს ასპინძის გამგეობასაც.

„გამგებელმა გვითხრა, რომ ერკოტას სოფლის სტატუსიც უნდა დაუბრუნდეს და ამის შემდეგ დაიწყება ჩვენი მიწების დაკანონებაც, ზუსტი ვადები არც ჩვენ ვიცით“, – ამბობს გიორგი ბერიძე.

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ

ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ ერკოთისათვის სოფლის სტატუსის მინიჭებაზე სამუშაოები გამგეობაში მართლაც მიმდინარეობს: „ასპინძას თუ კიდევ შეემატება ერთი სოფელი, ძალიან კარგი იქნება. 30–მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ იცხოვრონ ამ ტერიტორიაზე. ახლა გამგეობაში მონახაზები გაკეთებული გვაქვს, იურიდიული სამუშაოები მიმდინარეობს. შეფერხებები ამასთან დაკავშირებით არის, თუმცა, წინასაარჩვენო პერიოდის ბრალია“.

ერკოტის ყოფილი მცხოვრებლების მოთხოვნა, გუშინ, მხოლოდ მიწის ნაკვეთების დაკანონება არ იყო. ისინი ამბობენ, რომ ერთ–ერთი სოფლიდან კერძო პირმა, აქ პირუტყვის სადგომი იყიდა და საქონელი ჩამოჰყავს. შემდეგ საქონელი მათ ნათესებში გადადის და მოსავალს უზიანებს.

„ჩვენ გვინდა, რომ უცხო ხალხის საქონელმა ჩვენი მიწები არ გააოხროს, აქ ნუ აბანაკებენ. თითო ადამიანს აქ ორი გოჯი მიწა გვაქვს და ამასაც გვიოხრებენ, მალე ყველაფერს თვითონ დაისაკუთრებენ“, – ამბობს ადგილობრივი დავით ტივაძე.

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ

მათ პირუტყვის სადგომიდან გარეკვა და სოფელ ოშორაში მეპატრონესთან წაყვანაც სცადეს, თუმცა მალევე ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ გადაიფიქრეს. პოლიციაც, ერკოტის მთაში, თავად აქციის მონაწილეებმა გამოიძახეს.

„ეს სადგომი ნაქირავები მაქვს კერძო პირისგან და 30 სულამდე საქონელი მყავს დაბინავებული, არავის არაფერს ვუფუჭებ და არაფერს ვაშავებ, მერე რა რომ ადგილობრივი არ ვარ, რა დროითაც მაქვს ნაქირავები აქ დავრჩები და წასვლას არ ვაპირებ“, – ამბობს არსენ მაისურაძე, რომლიც ერკოტის მთაში საქონლის გამოზამთრებას აპირებს.

ტერიტორია ერკოტის მთებში, რომლის დაკანონებასაც ადგილობრივები ითხოვენ 300 ჰექტრამდეა.

ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

13.08.2018 სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალი ამბები 12:00 საათზე – 4 ოქტომბერი [Audio]
დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება – 4 ოქტომბერი [Audio]
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 4 ოქტომბერი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 ოქტომბერი [Audio]
ასპინძელები: ‘სათიბები თაღლითურად გაგვიყიდეს’
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ