FM97.5 / LIVE

არაქართველ მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება არ უჭირთ

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2012
ახალციხის მესამე სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები დღეს ქართული ენის გამოცდას აბარებენ

არაქართველ მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება არ უჭირთ

გამოცდა დილის ცხრა საათიდან მიმდინარეობს, ექცს-ექვსი მოსწავლე გამოცდაზე ეტაპობრივად გადის.

სკოლის დირექტორის სვეტა არუთუნიანის განცხადებით, გამოცდა სრული წესრიგის დაცვით მიმდინარეობს: „ჩემი სკოლიდან 41 მოსწავლე გადის საატესტატო გამოცდებზე, ამათგან, ცხრა ექსტერნი და წინა წელს ჩაჭრილი მოსწავლეები არიან. გამოცდას სამინისტროს ორი წარმომადგენელი აკვირდება“.

მოსწვლეების უმრავლესობას ტესტს დაწერა არ გასჭირვებია. ასია გრიგორიანი გამოცდის დაწყებიდან ათ წუთში გამოვიდა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო.

8, 57 ქულა მიიღო ვართანუშ დანელიანმა. მისი თქმით, პრეტესტიც ადვილი იყო და გამოცდაც.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. CAT-ის სისტემით ტარდება.

ეროვნული საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე. წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას, პროგრამა ზღუდავს ყველა სტანდარტულ პროცედურას ტესტირების განმავლობაში (მაგ.: ფრაზის, სიტყვის კოპირება და ა.შ.).


ქართულ ენისა და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს - ისტორიაში; 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
მეთორმეტეკლასელები დღეს ისტორიის გამოცდას აბარებენ