FM97.5 / LIVE

ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.10.2017
"ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ და მართლაც უღალატოდ ეწევიან თავიანთ ჭაპანს. ისინიც ზრდიან შვილებს და მათ ბედნიერ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობენ. აქ რომ რამე საფრთხე არსებობდეს, ჩვენ ალბათ პირველები ვიგრძნობდით", – კუმურდოს მოვლენებს ჯავახეთიდან ქართული ენის მასწავლებელი ეხმაურება.

ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ

"მეგობრებო, ვინც შეშფოთებულები ხართ კუმურდოს ამბებით და ჯავახეთში რაღაც საშიშროებას ხედავთ, გეტყვით ერთ რამეს: მეცხრე წელია ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში ქართულს ვასწავლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან სხვადასხვა პროგრამით წარგზავნილი მასწავლებლები. ამავე საქმეს აკეთებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც.

ახლა აქ ქართულ ენას არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მთელი მოსახლეობა სწავლობს: სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, მშობლები - რათა სწავლაში შვილებს დაეხმარონ, ახალგაზრდები, რათა დასაქმდნენ საქართველოში. უბრალოდ, ჩემი კედელი დაათვალიერეთ ან სტატისტიკა ნახეთ, რამდენმა იცვალა გეზი ქართული უნივერსიტეტებისკენ, რამდენმა მსმენელმა გაიარა ქართული ენის მომზადების კურსი და აიღო სერტიფიკატი. ჩემმა ერთ- ერთმა კოლეგამ, ადგილობრივების მოთხოვნით, მალე კუმურდოშიც უნდა დაიწყოს ენის შემსწავლელი კურსები.

ექსკურსიაზე წამსვლელთა სიაში ერთ მოსწავლეს რომ ჩავწერ, მთელი ოჯახი მეხვეწება, მეც წამიყვანეო, ბრუნდებიან და თემებში წერენ, ჩემი ლამაზი თბილისი არასოდეს დამავიწყდებაო.

ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, რა უნდა გვიჭირდეს, რომ არ დაგვეხმარონ, ან ჩვენ რა უნდა გვთხოვონ ისეთი, რომ ვერ შევუსრულოთ.

ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ და მართლაც უღალატოდ ეწევიან თავიანთ ჭაპანს. ისინიც ზრდიან შვილებს და მათ ბედნიერ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობენ. აქ რომ რამე საფრთხე არსებობდეს, ჩვენ ალბათ პირველები ვიგრძნობდით.

თუმცა ზოგიერთი როგორც არაქართველი, ისე ქართველის გამოხდომა ნამდვილად არის პროვოკაციული და გამიზნული მცდელობა სიტუაციის დაძაბვისა. ჰოდა მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა, ვიდრე ერთმანეთის ნდობას მოვიპოვებდით და იმ შედეგებზე გავიდოდით, რომელიც გვაქვს, ამიტომაც მოგიწოდებთ, წყალში ნუ ჩაგვიყრით ყველაფერს, თავი შეიკავეთ სიძულვილის ენით საუბრისაგან. თუ რაღაც ჯგუფი კანონგარეშე ქმედებებს სჩადის (ბათუმშიც მოხდა მსგავსი რამ) ამის გამო მთელს ერს ნუ გაასამართლებთ და შეწყვიტეთ ეს უპირატესობის გრძნობით საუბარი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარი შიშის გამომწვევი ის არის, რომ არ იცნობთ ჯავახეთს, ბევრი თქვენგანი ალბათ რუკაზეც ვერ იპოვის მას, ამიტომაც გირჩევთ - ჩამოდით ერთხელ მაინც, გაიცანით აქაურობა, ჩახედეთ ამ ხალხს თვალებში და გარწმუნებთ ეს უნდობლობა და შიში უკვალოდ გაქრება", – წერს ცაულინა მალაზონია.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, ახალქალაქში, სოფელ კუმურდში, ინციდენტი მოხდა ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ პოლიციამ ადგილობრივ თემს კუმურდოს ტაძრის ეზოში ქვაჯვარის დადგმის უფლება არ მისცა.

[Sknews.ge]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გალინა - ქართულის მასწავლებელი
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ახალქალაქში, კუმურდოში ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან
როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
ერთი სულის შებერვა