FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი ხანდაზმულებზე: 'ხშირია მათ მიმართ ძალადობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები'

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.10.2017
სახალხო დამცვლი ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

ომბუდსმენი ხანდაზმულებზე: 'ხშირია მათ მიმართ ძალადობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები'

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წლიდან დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხებს განსაკუთრებული სიმწვავით დაემატა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია (ეიჯიზმი), რასაც ზოგჯერ თან ახლავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა და მათი უგულვებელყოფა. დისკრიმინაციის ფაქტები და საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება ქმნის გარემოს, რომელიც ასაკოვან ადამიანებს შესაძლებლობებს უზღუდავს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

2017 წელს ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღის მთავარ თემად დასახელდა ასაკოვანი ადამიანების როლისა და კონტრიბუციის გაზრდა/გაფართოება ოჯახის, თემისა და საზოგადოების ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათი სრული და ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდამჭერ გზებსა და დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო გეგმით დასახული მიზნების მიღწევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაბერების პრობლემებთან ბრძოლა ათწლეულების წინ დაიწყო, საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება. ზემოთ დასახელებული მადრიდის საერთაშორისო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებები გარკვეულწილად აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებულ „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში“, თუმცა, დოკუმენტში მოცემულია მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ დამტკიცებულა (კონცეფციის თანახმად სამოქმედო გეგმის დამტკიცება უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 აგვისტომდე).

შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში კვლავაც მრავალი გამოწვევა არსებობს. ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის, უგულვებელყოფისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისები, არ ხდება საჭიროების კვლევაზე დაფუძნებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ამ პირთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის და არსებული რესურსების ეფექტურად განაწილების საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენს მიერ შესწავლილი ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის ფაქტების უმრავლესობა მათი სოციალური დაცვის საკითხებს ეხებოდა. რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასა და აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში დროული ინტეგრირება და ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ეიჯიზმის აღმოფხვრისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შეეწყოს ასაკოვან ადამიანთა საზოგადოებაში სხვების თანასწორად ინკლუზიას", – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა
ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი