FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.10.2017
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გუშინ, 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტს შეისწავლის. ომბუდსმენი მოგვიანებით განცხადებასაც გაავრცელებს.

სახალხო დამცველი კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს  შეისწავლის

"ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები, აქედან გამომდინარე, ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ ზოგადად განცხადებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ სრული სურათი არც გვაქვს", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა გუშინდელი დაპირისპირებისას სავარაუდო დანაშაულსაც ქონდეს ადგილი:"იყო შეხლა-შემოხლა, დაზიანდა რამდენიმე პოლიციელის ავტომობილი, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალში გავერკვეთ და შესაბამისი განცხადება გავაკეთოთ ამის შემდეგ." - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება გუშინ 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. შედგა მოლაპარაკებები, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრისგან ადგილობრვივებმა პირობა მიიღეს, რომ მათი თანასოფლელები სამხარეო სამმართველოდან მალევე დაბრუნდებოდენ კუმურდოში, სანაცვლოდ კი ისინი უნდა დაშლილიყვნენ. რაც შეეხება ქვის სტელის აღმართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უმაღლესი იერარქიის ქართველი და სომეხი სასულიერო პირების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.

ამ მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრმა კუმურდო დატოვა. სოფლიდან გაიყვანეს სპეცრაზმიც. რამდენიმე საათში, ორი ადგილობრივი (რომლებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ დააკავეს, თუმცა, შემდეგ შსს–მ თქვა, რომ ისინი გამოკითხვაზე ჰყავდათ), სოფელში დაბრუნდა და შეკრებილებთან მივიდა. მალევე ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაარცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კუმურდოში არავინ დაუკავებიათ, ორი ადგილობრივი სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოფელ კუმურდოში მე–10 საუკუნის ტაძარი დგას, რომელიც კულტურული მემკვიდრობის ძეგლია. გასულ, 2016 წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოების დროს ძვლები გამოჩნდა, რომლებიც მათ შეკრიბეს და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან, ისინი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს. დღეს ადგილობრივებს ამ ადგილას სურდათ აღემართათ ქვის სტელა, როგორც ნიშანი სამარხის და მათ ამის უფლბა არ მისცეს.

გუშინვე კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძეც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვაჯვარის დასადგმელად შესაბამისი ადგილი შეირჩევა ტაძრის მიმდებარედ.
[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს