FM97.5 / LIVE

ნიკოლოზ ანთიძე კუმურდოს ტაძარზე: 'მავანნი ვერ ეგუებიან რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი'

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.10.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, გუშინ, 30 სექტემბერს, კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქით ეხმაურება.

ნიკოლოზ ანთიძე კუმურდოს ტაძარზე: 'მავანნი ვერ ეგუებიან რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი'

"სამხრეთის კარიბჭე" ნიკოლოზ ანთიძის ფეისბუქ–კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ზოგი სპეციალისტი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ კუმურდოს პროექტი არასწორია. მე ვეცდები რამოდენიმე პუნქტით განვმარტო კუმურდოს ესოდენ სტრატეგიული პროექტი.

1. კუმურდოს რესტავრაცია თაობების ოცნება იყო და მავანნი ვერ ეგუებიან, რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი.

2. 2015 და 2016 წლები ძირითადათ არქეოლოგიას დაეთმო. ამივიდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა პროექტი.

3. 2016 წელს, არქეოლოგიის პარალელურად, დიდი სიფრთხილით დაიწყო რესტავრაციის პროცესი.

4. არსად არ გვეჩქარება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ნაბიჯი აწონილი იქნება.

5. დღეს კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა მეც პირადად ვიმყოფებოდი (ეს იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ კულტურის მინისტრის მაგივრად შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდაო)

6. დღევანდელი ინციდენტი არა რესტავრაციას, არამედ ტაძრის ეზოში ქვაჯვარის დადგმას ეხებოდა. ეს იმათ გასაგონად, ვინც ცდილობს რესტავრაციის პროცეს ხელი შეეშალოს.)

7. ეს ბულეტი კი ეხება იმათ, ვინც პროექტს მსოფლიო სტანდარტებს უწუნებს; მსოფლიო სტანდარტებით რესტავირებულ ძეგლი სამწუხაროდ მსოფლიომ ამორიცხა იუნესკოდან.

8. ეს იმათ გასაგონად, ვისაც თავისი ნამოქმედარი შედევრი მიაჩნია, ხოლო მის შემდეგ შექმნილი არარად; დღეს მსოფლიო სტანდარტებით აღდგენილ ძეგლებს პრობლემები აქვთ (ბაგრატში და გრემში წყალი ჩადის, რესტავრაციის უხარისხობის გამო) და ჩვენ გვიწევს გამოსწორებაზე მუშაობა.

ახლა დატკბით იმ პერსპექტივით, რასაც მივიღებთ კუმურდოს რესტავრაციით", – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება გუშინ, 30 სექტემბერს, დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის.

სოფელ კუმურდოში მე–10 საუკუნის ტაძარი დგას, რომელიც კულტურული მემკვიდრობის ძეგლია. გასულ, 2016 წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოების დროს ძვლები გამოჩნდა, რომლებიც მათ შეკრიბეს და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან, ისინი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს. დღეს ადგილობრივებს ამ ადგილას სურდათ აღემართათ ქვის სტელა, როგორც ნიშანი სამარხის და მათ ამის უფლება არ მისცეს.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]